შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ორ შემთხვევაში საქონლის მფლობელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, ხოლო ერთ შემთხვევაში, საქონლის მფლობელის თანდასწრებით, ფიტოსანიტარული პროცედურები განახორციელეს - აიღეს ნიმუში და დალუქეს, რაც დადასტურდა შესაბამის აქტზე საქონლის მფლობელის უფლებამოსილი პირისა და ფიტოსანიტრის ხელმოწერით.
ამის შემდეგ, ,,ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღებისა და გაგზავნის ფორმის“ მიხედვით, სათანადო კვლევისათვის, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ნიმუში გადაეცა ,,საქართველოს ფოსტის“ ფელდეგერს, რომელმაც უზრუნველყო სათანადო პირობების დაცვით ნიმუშის დაუყოვნებლივ ტრანსპორტირება ლაბორატორიაში. ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის სამ ნიმუშში საკარანტინო მიკროორგანიზმი Ralstonia solanacearum - კარტოფილის მურა სიდამპლე (ვილტი) - დაადასტურა.
საქონლის მფლობელებს არ მოუთხოვიათ განმეორებით ნიმუშების აღება. შესაბამისად,საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები






