გოგი გვახარია „ნამდვილი თბილისელობის“ თემას მორიგ ბლოგში გამოეხმაურა
სოც.მედია - 12:08, 28 Nov, 2013     6567

კინომცოდნე გიორგი გვახარია რადიო „თავისუფლების“ ბლოგზე ეხმაურება ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და საზოგადოების ნაწილში აქტუალურ თემას, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას დასახელებას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მერობის კანდიდატად ნარმანიას დასახელების შემდეგ საზოგადოებაში ცნობილმა ცალკეულმა პირებმა აქცენტი მის „არათბილისელობაზე“ გააკეთეს (დავით ნარმანია წარმოშობით ზუგდიდის რაიონიდანაა) და დაიწყეს განხილვა, რამდენად მიზანშეწონილია, თბილისს „არათბილისელი“ მერი ჰყავდეს.

გოგი გვახარია ბლოგტექსტში საქართველოს უახლეს ისტორიას იხსენებს და ბლოგს ერთი გახსენებით იწყებს: „ხშირად ვიხსენებ გიგა ლორთქიფანიძის მიერ 90-იანი წლების დასაწყისში ნათქვამ სიტყვებს, ზვიად გამსახურდია როგორი პრეზიდენტია, ერთხელაც არ ყოფილა თეატრშიო.

გაბრაზდა მაშინ ინტელიგენცია - არ გვპატრონობს, ყურადღებას არ გვაქცევსო და ცოტა ხანში, მას მერე რაც გამსახურდია დაამხეს, აეროპორტში წავიდა, ედუარდ შევარდნაძის შესახვედრად“, – წერს გვახარია.

გვახარია წერს, რომ შევარდნაძემ გამსახურდიას შეცდომა გაითვალისწინა და დაარსა საზოგადოება „თბილისი და თბილისელები“, სადაც ისინი გააერთიანა, ვინც თავს „ნამდვილ თბილისელებს“ უწოდებდა. გოგი გვახარია „ნამდვილი თბილისელების“ ნიშნით გაერთიანებულებს შემდეგნაირად იხსენიებს: 

„კანონიერი ქურდების, მექრთამეების, პოეტების, რეჟისორების, მხატვრების ეს უცნაური ნაზავი“. „სოციალური წრე, რომელსაც “თბილისელი” ჰქვია, ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სივრცეა საქართველოში. ეს წრე მრავალრიცხოვანი არაა, მაგრამ ყოველთვის იყო გავლენიანი, რადგან მისი წევრების გემოვნებაზე, ცხოვრების სტილზე, აზროვნების სტილზე იგებოდა კულტურა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 2003 წელს ამ წრემ “ვარდების რევოლუციაშიც” მიიღო მონაწილეობა. თუმცა, უფრო მეტად, ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძეს უჭერდა მხარს. მიხეილ სააკაშვილის ექსცენტრიკული სტილი მაინც და მაინც არ მოსწონდა. სააკაშვილიც გრძნობდა ამას: ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ იგი სრულიად გაემიჯნა “კარენოი თბილისელებს”, უფრო მეტიც, “ჩასარეცხად” გაიმეტა ზოგიერთი მათგანი. ასე გაიმეორა მან ზვიად გამსახურდიას შეცდომა. და ისტორიაც დატრიალდა“, – წერს გიორგი გვახარია ბლოგში „წავიდა და დაგვიტოვა სოფელი“. 

ბლოგტექსტის ავტორი იმასაც იხსენებს, რომ თბილისის მერის თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის დაწუნების მიზეზი იმდროინდელ თბილისში მისი „გარეუბნელობა“, „არათბილისური მეტყველება“ და სიმაღლეც კი გახდა. გიორგი გვახარია ასკვნის: 

„ჰოდა, არა აქვს მნიშვნელობა, საქართველოში ვისი მხარდამჭერი ხარ. ნაცმოძრაობის თუ, მაგალითად “ქართული ოცნების” - ეს “ურბანული ფაშიზმი” ზეპოლიტიკური მოვლენაა და რეალურ პოლიტიკურ მოვლენებს არ უკავშირდება. ესაა ჩვენი საზოგადოების და, შესაძლებელია, ჩვენი კულტურის უკურნებელი სენი, რომელიც თუ არ გავიაზრეთ, რომელსაც თუ არ დავცინეთ, ვილნიუსი კი არა, საქართველოს პატრიარქის ლოცვაც კი ვერ გვიშველის“. 

ბლოგტექსტში გვხვდება ციტატა ბიძინა ივანიშვილის ერთი მოგონებიდან, რომელიც თბილისში მისი ყოფნის პერიოდს უკავშირდება: 

„მე როგორც თეთრი ყვავი, ისე ვიყავი თბილისში. სულ ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ, ვინ შემოვიდოდა ოფისში, მოვიყვანდი ახალ კაცს, თითქოს გავაცნობდი და ყველანი ერთმანეთს გადაეხვეოდნენ. ყველას ნაცნობობა ჰქონდა. მე ხომ თბილისელი არა ვარ და არ ვიცნობდი. მე თბილისში ვერ დავმაგრდი. ჩამოვედი და წავედი მერე“. 

„თბილისში უცვლელი რჩება “პატარა თბილისი”, რომლის მცხოვრებლები კვლავაც ფლობენ “მენტალურ ძალაუფლებას” და ყველაფერს დათმობენ, შეიძლება სამშობლოც დათმონ, მაგრამ ამას, ნამდვილი თბილისელის წოდებას - არასდროს.“, – წერს ავტორი.

გიორგი გვახარია წერს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას დასახელებას მაშინვე მოჰყვა პანიკა და მაშინვე დაიწყო საუბარი „არათბილისელობასა“ და „თბილისურ აქცენტზე“: „თქვენი არ ვიცი და მე პირადად კარგად ჩამესმის ყურში რომელიმე ქართველი თეატრალის (რატომღაც თეატრალი მგონია) აღშფოთებული მონოლოგი, რომელიც ასე დაიწყება “დაგვიტოვა სოფელი და წავიდა!“.

ბლოგტექსტის ბოლოს ავტორი წერს, რომ მნიშვნელოვანია, ისტორია არ გამეორდეს და „ჯიშიანებმა“ ბრძოლა ისევ არ მოუგონ „თეთრ ყვავებს“: „ახლა ისღა დაგვრჩენია, დავაკვირდეთ ვინ მოიგებს ამ ბრძოლას. ვილოცოთ იმისთვის, რომ ისტორია ისევ ძველებურად არ დატრიალდეს და “ჯიშიანებმა” ისევ არ მოუგონ ბრძოლა “თეთრ ყვავებს”. ყველაფერი გამოვიყენოთ ამისთვის - ვილნიუსიც გამოვიყენოთ და პატრიარქსაც ვთხოვოთ უთხრას მრევლს, რომ კლავს არა რბილი “ლ”, არამედ ამპარტავნობა და ფარისევლობა.“

სრული ტექსტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42