საქართველოს თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იმ გეგმებზე საუბრობს, რომლის მიღწევასაც გეგმავს:
"ალბათ არსად მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში ადამიანები ამდენს არ ლაპარაკობენ ერთმანეთზე, როგორც ჩვენთან. აქ ყველა ერთმანეთს განიხილავს, კიცხავს, რაღაცას ასწავლის, რაღაცას უწუნებს და კონცენტრირებულია წვრილმანებზე. ამ ერთიციცქნა ქვეყანაში რომ მცირე დაჯგუფებებია და ერთმანეთის დაუსრულებელ გაკიცხვაში ჩაბმული, ნეტავ კიდევ სადმე თუ არსებობს მსგავსი დეტალიზებული აზროვნება, მთელის აღქმის გარეშე? მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს იუმორით და მსუბუქად აღვიქვამ, "ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს" - სიმპატიით, გენერალური ხაზის გამო მაინც მიპყრობს ოდნავი შფოთვა, ვგრძნობ რომ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლის მომენტია და აი, აქ გავძვრეთ რა საქართველო, ფრთხილად ვიყოთ და ერთად.
მე მინდა ევროპაში და მინდა მზეთუნახავობა, ეს ორი გეგმა მაქვს წელს. განცხადება შემაქვს სამეფო კარზე, პარაფირება გამიკეთონ როგორც ასოცირებულ მზეთუნახავს. მე რომ ზღაპრები მიყვარდა და მზეთუნახავებს ვხატავდი სასკოლო რვეულში, არაფერს არ ნიშნავს? პარაფირებაც მომწონს სიტყვა, პარაფინს მაგონებს. ჩუმად უნდა შევიპარო ბალზე თმადავარცხნილი და ვერავინ ვერ მიცნობს, ვაააა, ეს მზეთუნახავი ნეტავ ვინ იყოო, ატყდება ჩურჩული და 12 რომ შესრულდება გამოვიქცევი და ჩავხტები კვახში", - წერს თავდაცვის მინისტრის მეუღლე.მასალის გამოყენების პირობები






