ზაზა ხატიაშვილი პროკურატურას ადვოკატის ზეწოლაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 10:19, 28 Nov, 2013     1842

ამის შესახებ იმ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ხატიაშვილი ბრიუსელიდან ავრცელებს. "შეშფოთებული ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის, სამეგრელოს რეგიონში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წარმომადგენლის, უფლებადამცველის თანდილა ჯოლოგუას მიმართ განხორციელებული დევნის გამო, რომელსაც სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა ახორციელებს.

ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა სამოქალაქო საქმეზე საქმის მორიგებით დამთავრების შემდეგ, წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, დაბარებული და დაკითხული იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში.

ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ საგამოძიებო ორგანოებში ქართველ ადვოკატთა დაბარებები და დაკითხვები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი აწარმოებენ, შეაფასა როგორც ადვოკატთა დევნა. იმ არაკვალიფიციური პროკურორების გასაგონად, რომლებიც არ იცნობენ ადვოკატებთან მიმართებაში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, განვმარტავ, რომ ადვოკატის გაიგივება მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ან დაკითხვა საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელების დროს, წარმოადგენს საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლას.

მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობს გაეროს ძირითადი პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ (27 აგვისტო-7 სექტემბერი, 1990, ჰავანა), რომელიც შემდგომ მთლიანად ასახულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დადგენილებაში. Gგაეროს ძირითად პრინციპებში, ადვოკატის როლის შესახებ აღნიშნულია, რომ:

16. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა :

ა). შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე;

ბ). შეძლონ თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და

გ). თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით. 17.

როდესაც ადვოკატთა უსაფრთხოებას, მათ მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო საფრთხე ემუქრება, ისინი სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული ხელისუფლების მიერ.

18. ადვოკატები თავიანთი ფუნქციის შესრულების გამო არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან;

19. არცერთ სასამართლოს ან ადმნისტრაციულ ორგანოს, სადაც აღიარებულია წარმომადგენლობაზე უფლება, არ აქვს უფლება უარი უთხრას ადვოკატს წარსდგეს სასამართლოს წინაშე თავისი კლიენტის დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადვოკატი დისკვალიფიცირებულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის წესების ან ამ პრინციპების შესაბამისად.

20. ადვოკატი უნდა სარგებლობდეს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტით ყველა განცხადების მიმართ, რომელიც მის მიერ სასამართლოს, ტრიბუნალის ან სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციული ხელისუფლების წინაშე წარდგენილია კეთილი განზრახვით, ზეპირი ან წერილობითი ფორმით. ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა დაეხმარა კლიენტს ავტომანქანის დაბუნებაში.

იმის გამო, რომ მისი მოწინააღმდეგე მხარე აღმოჩნდა ქართული ოცნების აქტივისტი, პროკურატურა ცდილობს დააშინოს ადვოკატი, რაც დაუშვებელია. 2013 წლის 29 ივლისს, ბრიუსელში, მონაწილეობას მივიღებ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პლენარულ სესიაში სადაც განხილული იქნება ცნობილი ადვოკატის და უფლებადამცველის თანდილა ჯოლოგუას მიმართ განხორცილებული ძალადობა.

მივმართავ ბრიუსელიდან ახალ მთავარ პროკურორს, სასწრაფოდ აღკვეთოს ადვოკატის და უფლებადამცველის თანდილა ჯოლოგუას მიმართ განხორცილებული ძალადობა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42