"დენსუსის" დასკვნა მერაბიშვილის საქმეში დარჩა, ხოლო ექსპრემიერს მოწმის სახით დაკითხავენ
სამართალი - 09:31, 28 Nov, 2013     2021

ვანო მერაბიშვილის სასამაღტლო პროცესზე, რომელზეც 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებული ბრალდება განიხილებოდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა არც ბრალდების, არც დაცვის მოთხოვნები.

ბრალდების მხარე ცნობილი ამერიკული კომპანია „დექსუსის“ დასკვნის საქმიდან ამოღებას ითხოვდა და იმ მოწმეების სასამართლოზე დაკითხვის წინააღმდეგი იყო (მაგალითად, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შალვა ჯანაშვილის), რომლებსაც ჩვენება უკვე მიცემული ჰქონდათ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მან დღეს ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეცვლა მოითხოვა და დაასაბუთა, რატომ არ წარმოადგენდა საფრთხეს გამოძიებისთვის ექსპრემიერის გათავისუფლება:

ადვოკატთა მტკიცებით, პირველი დაკითხვის შემდეგ, ჯერ კიდევ დაკავებამდე, ვანო მერაბიშვილი ოთხჯერ გავიდა ქვეყნიდან და ოთხჯერვე დაბრუნდა უკან, რაც ნიშნავს, რომ მას ქვეყნიდან გასვლის, გაქცევის სურვილი და მცდელობა არ ჰქონია. ამასთან, ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როცა უკვე დასრულებულია 26 მაისის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება და მასალები სრული სახით გადაგზავნილია სასამართლოსთვის, მერაბიშვილი ვერ მოახდენს ზეწოლას გამოძიებასა და მოწმეებზე. 

საბოლოოდ, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში დარჩება „დენსუსის“ დასკვნა, მოწმეები დაიკითხებიან სასამართლოს მიერ, ხოლო ვანო მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით მისჯილი წინასწარი პატიმრობა არ გაუუქმდება.

სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს განახლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42