სალომე ზურაბიშვილი: მე რა მეკადრება თუ ჩვენ რა გვევალება?
სოც.მედია - 19:49, 27 Nov, 2013     2237

,,ბოლო ხანს ჩემ პოსტებზე მავანთა გამოქვეყნებულ რეაქციებიდან ორი კატეგორია იკვეთება: ისინი ვინც ბრალს მდებენ ნაცმოძრაობის მსგავს არგუმენტების გამეორება გამოყენებაში (ანუ ისინი ვინც ვერ გუობს ოცნების რამე კრიტიკას) და ისინი ვინც ჩემ სამართალის მოთხოვნას რევანშიზმად ნათლავენ და ხან ნათელაშვილს ხან ბურჯანაძედ მნათლავენ, რეალურად თვლიან, რომ ოცნების კრიტიკა უთუოდ ნაცმოძრაობის მხარდაჭერა/გამართლება/ გათეთრებას უნდა ნიშნავდეს.

 

ორივე მხარე კი ერთი და იგივე ძახილით მომმართავს:

"თქვენგან გვიკვირს ქალბატონო სალომე! არ გეკადრებათ!".,..

მაგრამ რა უკვირთ ეს კი ვერ გამიგია:

გეგონება ამ ბოლო წლებში, ერთი და იგივე აგანცდა და წუხილი არ ყოფილა ჩემი ერთადერთი მამოძრავებელი! ნუთუ ერთი და იგივე არ მიძახია და სულ ამისთვის არ მიბრძოლია წერით, გამოსვლებით თუ ქუჩაში დგომით: ანუ დამოუკიდებელ, სამართლიან, განვითარებულ საქართველოსთვის, განთავისუფლებული კლანურ სისტემისგან, კორუპციისგან, ტყულისგან, კერპთაყვანისცემლობისგან, ერთპარტიულობისგან, ნეობოლშევიზმისგან, შიშისგან, დაფუძნებული კანომზე,თავისუფალ ინსტიტუტებზე და პირველ რიგში სასამართლოზე და თავისუფალ პროფესიონალურ მედიაზე, დამოუკიდებელ ბიზნესზე, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებზე და, რაც მთავარია, თავისუფალ პიროვნების ჩამოყალიბებისკენ მისწრაფებული?

ესაა და ეს ...

 

სხვათაშორის ეს იყო ჩემი სულის კვეთება არა ბოლო ათი წლის, არამედ ბოლო 50 წლისმანძილზე, როცა ამავე შემართებით, ვებრძოდით კომუნისტურ რეჟიმს ყველა შესაძლო საშუალებებით და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში ეჭვის არასოდეს შეტანით.

 

 

აქიდან გამომდინარე გასაკვირი კი არ უნდა იყოს რომ ისევე როგორც სააკაშვილის რეჟიმის კრიტიკოსების და მებრძოლეების წინა რიგებში ვიდექი როგორც კი ვარდების რევოლუციის დაპირებებს და იმედებს მან უღალატა და სხვა გზაზე დაადგა! ასევე - როგორც პირველივე დღეებში დავდევი პირობა მხარდაჭერასთნ ერთად, არ მოვაკლებ ახალ ხელისუფლებას სამართლიან კრიტიკას როგორც კი ოცნების მიერ დადებულ პირობებს დაარღვევს!

 

და არც ვაკლებ კრიტიკას როცა მრავალპარტიულობის მაგივრად ერთპარტიულ სისტემის პირველ ნაბიჯებს დგამს, როცა ინსტიტუციონალიზმის მაგივრად, ჯერ არა კლანურ სისტემას მაგრამ მეგობრულ და პირადულ ურთიერთობების ქსელს აყალიბებს პროფესიონლაზმის და სახემწიფო სამსახურის მაგივრად, როცა ღია და თანასწორი არჩევნების მაგივრად პირდაპირ დანიშვნასთან გვაქვს საქმე და უსამართლო უკანონო შეზღუდვას (აქ ჩემ კონკრეტულ კანდიდატურას ვგულისხმობ) აქვს ადგილი, როცა წინა რეჟიმის ჩადენილ დანაშაულის გასამართლების მაგივრად ნაცმოძრაობის ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბებას და დამკვიდრებას უწყობს ხელს, როცა საზოგადოების აზრის მოსმენის და გათვალისწინების მაგივრად ისევ ვხედავთ საზოგადოებრივ აზრის უგულველყოფას წინამორბედის მსგავსად, როცა ბიზნესის თავის უფლებებში და ქონებაში აღდგენის არცერთი ნიშანი არ სჩანს, როცა სახელმძიფოებრიობის შესუსტების ნიშნებს ვატყობთ, როცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გამოცხადებულ ლოზუნგებით შემოიფარგლება და აკლია ის შემართება რაც ჩვენ ეროვნულ ინტერესების დაცვას დღეს როგორც არასოდეს სჭირდება.

 

იმასაც უნდა გავუსვა ხაზი რომ, გარდა ჩემი კატეგორიული მოთხოვნისა (რომელიც ეხება წინა რეჟიმის კონკრეტული და მტკიცებულებეით სამართლებრივად გამყარებული პასუხსმგებლობის დადგენა რათა მართალი და ტყუილი, უდანაშაულო და დამნაშავე გავარჩიოთ, რაც ნებისმიერ ჯანსაღ საზოგადოების მშენებლობის წინაპირობაა) ჩემი დღევანედელი კრიტიკა მიმართულია დღევანდელ პოლიტიკურ რეალობისკენ და არა წარსულს მიბრუნებული. ამდენად კრიტიკა მოქმედ ხელისუფლებას მიეძღვნება უფრო ვიდრე აწ დამარცხებულს. მოქმედ ხელისუფლებას - და თუ არა ვის_ უნდა მისი დაპირებები შევახსენოთ რათა გამოვასწორებინოთ, სანამ შეცდომები არ დამძიმებულა.

ნაცმოძრაობა კი, რომელიც ჩემი დაუღალავი კრიტიკის და ბრძოლის ობიექტი იყო, ჩემთვის წარსულს ჩაბარდა, და დღეს მის ლანძღვა კრიტიკას აზრი არა აქვს - არც ხელისუფლებიდან და არც საზოგაოდებიდან- მას მხოლოდ სასამართლოთი თუ დაველაპრაკებით.

 

ერთადეღთი ობიექტი დღეს უნდა იყოს მოქმედი ხელისუფლება რათა ვერ გამეორდეს წარსული და ვერ გაცოცხლდნენ ნაცმორაობაში ჩანერგილი და ჩაბუდებული ნეობოლშევიზმის ძლიერი ფესვები...

ამის ნიშნებს დღევანდელ ხელისუფლებაში როცა ვამჩნევ, მეკადრება კი არა, მე მგონია მევალება ამ ნიშნების გააშკარავება და დაგმობა.

და მეტიც ყველას გვევალება, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ არ გვინდა რომ უკვე დაგვიანებულზე, დავიწყოთ ვიშვიში :" ეს რა მოგვივიდა, რა გვემართება, რა გვეშველება?".....

დიახაც "გვეკადრება" თვალების არ დახუჭვა და გვევალება რეალობის შეფასება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42