სოციალურ ქსელ „ფესიბუქში“ თბილისის ზოოპარკის ადმინსიტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ზოოპარკის ბინადარ ცივეტას, მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს:
"რამდენიმე დღის წინ საკმაოდ არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა თბილისის ზოოპარკში. ზოოპარკის დამთვალიერებლებმა, დაახლოებით 10-12 წლის ბავშვებმა, ჩვენს ბინადარ ცივეტას ცეცხლი წაუკიდეს.
საბედნიეროდ, ჩვენმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მიუსწრეს და ცხოველი გადაარჩინეს. ცივეტას მხოლოდ ბეწვის საფარი დაუზიანდა, დამწვრობა არ მიუღია, თუმცა საკმაოდ შეშინებულია და იმალება.
ესვრიან სხვადასხვა საგნებს, ანთებულ სიგარეტს, კვებავენ მათთვის აკრძალული საკვებით და ასე შემდეგ... იმედი გვაქვს, მომავალში ასეთი ფაქტები აღარ დაფიქსირდება. თქვენც დაგვეხმარეთ და თუ რაიმეს შეამჩნევთ ერთად და დროულად შევაჩეროთ ცხოველებისთვის ზიანის მომტანები", - აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






