„ქუთაისში მდგარი ვასილ კიკვიძის ძეგლი უკრაინასთან ძმობის დადასტურება არაა“
საზოგადოება - 18:17, 27 Nov, 2013     2963

წითელი არმიის ერთერთი სარდლის ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ე.წ. “ზასტავაზე”, უკვე 50 წელზე მეტია დგას, ბოლო ხანებში კი მისი დემონტაჟის აუცილებლობის საკითხი, ახლა უკვე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ისევ წინ წამოსწიეს ადგილობრივმა „ნაციონალებმა“.

ძეგლის დემონტაჟს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი დიდი ხანია ითხოვს. დროგამოშვებით წარწერები ჩნდება ძეგლზე, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა მის დემონტაჟს მაინც არ აპირებს, ქუთაისის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლების ინიციატივით, რომელიც მათივე თქმით გასაგები მიზეზების გამო უმრავლესობაში ყოფნის დროსაც უგულვებელყოფილი იქნა, ძეგლის დემონტაჟი უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.

“სირცხვილია, რომ ქუთაისის ცენტრში დგას საბჭოთა გმირის, უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი ვასილ კიკვიძის ძეგლი, რომლის დემონტაჟი დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, ყველა ძეგლს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს, რუსეთის იმპერიის სიმბოლოების ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის და მისი აქ დგომა არც უკრაინასთან ძმობის დადასტურებაა.”-აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მერაბ ბარათაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს არ მიესალმებიან, საკრებულოს უმცირესობის წევრები ამ საკითხის დაყენებას უახლოეს სხდომაზე აპირებენ:

“ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქთა შორის უკრაინის ქალაქი ჟიტომირიცაა, სადაც ცოდვის კალო დაატრიალა მემარცხენე ესერმა კიკვიძემ, ალოგიკურია ქალაქის ამაოხრებლის ძეგლს სათუთად ინახავდე და თან ამავე ქალაქს ემეგობრებოდე, ეს არ არის ქუთაისური სოლიდარობა”-აცხადებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია გოქაძე. 

ვასილ ისიდორეს ძე კიკვიძე 1895 წელს დაიბადა. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-18 წწ.). მსახურობდა მოხალისეთა კავალერიაში, იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს არჩეული იქნა მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში.

ამის შემდეგ იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ და დაიღუპა ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს, 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში. დაკრძალეს მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე. მისი ძეგლი ქუთაისში ნახევარ საუკუნეზე მეტია, დგას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42