დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე "ქრონიკა + -ის ჟურნალისტს დარეჯან მეფარიშვილს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მეფარიშვილი წერს:
"ქრონიკა+"-ის 26 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი ავტორობით სტატია, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში არსებულ ვითარებას ასახავდა... მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი (მათ შორის საუბრების ჩანაწერები, რაც სამინისტროს თანამშრომელმა გადმომცა) თან მაქვს, მტკიცებით ფორმაში სტატია იმიტომ ვერ დავწერე, რომ სამინისტროს პიარს, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ დავუკავშირდი... მიმღებმა არ გადამრთო შესაბამის სამსახურში და მეც გავბრაზდი... დღეს, სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში დარახველიძემ ჩაატარა პრესკონფერენცია... მივედი... პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მინისტრთან მივედი და შეხვედრა ვთხოვე... დეტალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას და არც იმაზე ქორივით რომ დამესხა თავს... გამაოცა მინისტრის პიარსამსახურის უფროსის ტონმა... ახტა ეს პატარა (სიგრძითაც და ასაკითაც) ბიჭი და ყვირილი დაიწყოოოო... მეც კი გამაოცა... დასასრული ასეთია, მინისტრი სასამართლოში მიჩივლებს... "გაგაკოტრებთ, 15 ათას მოვითხოვ", - ესაა დარახველიძის პოზიცია... არადა დოკუმენტები მაქვს და რა ვიცი... ისე არც ერთი სასამართლო პროცესი (სულ შვიდი) არ წამიგია და რა ვიცი, ახლა მოვიტეხავ კისერს ვითომ? გვეცნენ ჟურნალისტები, გინდა თუ არა ეს ინციდენტიაო... არადა, მე არ მიჩხუბია", - წერს დარეჯან მეფარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






