შაშკინი: 2012 წელს აშენებული ბინები ოფიცრებს ჯერ წაართვეს, აწვალეს და დღეს დაუბრუნეს
საზოგადოება - 16:36, 27 Nov, 2013     5411

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ფეისბუქში“ ეხმიანება ქართველი ოფიცრებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის ფაქტს და წერს, რომ ეს ბინები 2012 წლის სექტემბერში იყო გადაცემული.

ამის დასასადატურებლად დიმიტრი შაშკინი 2012 წლის სექტემბერში საკუთარ თაიმლაინზე გამოქვეყნებულ, მისსავე ფოტოალბომს იზიარებს სახელწოდებით „სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ბინები საჩუქრად გადაეცათ“, რომელიც 2012 წლის 20 სექტემბერსაა გამოქვეყნებული. ალბომი, რომელიც "ფეისბუქზე" შეგიძლიათ ნახოთ აქ, ნათქვამია:

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს შეიარაღებული ძალების 900-მდე სამხედრო მოსამსახურეს ვარკეთილში „სამხედრო ქალაქში“ ბინები საჩუქრად გადასცეს. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრივატიზების საფუძველზე პირად საკუთრებაში ბინები ასევე გადაეცემათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ბინებში მცხოვრებ პირებს.

ახალი ბინის გასაღები ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაღუპული, დაჭრილი სამხედროების ოჯახებმა, ასევე მისიაში მონაწილე ბატალიონის მეთაურებმა მიიღეს, ბინა ასევე გადაეცა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმის კაპრალ ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახს. „სამხედრო ქალაქში“ ახალი ბინებით ასევე დაკმაყოფილდნენ ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხი და მეტი წელია მსახურობენ და არ გააჩნდათ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ,,სამხედრო ქალაქში’’ ბინები ასევე გადაეცათ ასმეთაურების დონეზე შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლს. 

სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი 3T კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის - ტოტალური ზრუნვის ფარგლებში მოხდა. მომავალი წლის მარტში, „სამხედრო ქალაქში“ ახალ ბინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ 1000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

სამხედრო მოსამსახურეების ახალი ბინები თბილისში ისან-სამგორის რაიონში მდებარეობს მისამართზე აბაშვილის ქუჩა „სამხედრო ქალაქი“ №1. „სამხედრო ქალაქში“ ის კორპუსები, რომლებშიც ახალმოსახლეები უნდა შესახლდნენ, მთლიანად დასრულებული და ექსპლუატაციისთვის მზადაა. 

„სამხედრო ქალაქის“ მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. „სამხედრო ქალაქში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჩუქრად გადაცემულ ბინებში უკვე ცხოვრობენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები.“

ამ ალბომის გაზიარებამდე დიმიტრი შაშკინმა სტატუსად დაწერა:

„2012 წლის სექტემბერში აშენებული და გადაცემული ბინები დღეს თავდაცვის მინისტრმა ხელახლა გადასცა ოფიცრებს. ანუ, ჯერ წაართვეს, 14 თვე აწვალეს და დღეს დაუბრუნეს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42