გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული ორი პირის, გოჩა მაყიშვილის და მალხაზ ვანიშვილის ოჯახებს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინ, საღამოს საათებში შემოუთვალეს, რომ მათ, 2 000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
მაყიშვილის და ვანიშვილის ნათესავები ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებიან.თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას, მათი თანამშრომლები ავრცელებენ. გოჩა მაყიშვილი დიაბეტითაა დაავადებული. მისი ნათესავები ამბობენ, რომ ცხინვალის ციხეში მას, შესაძლოა, არასათანადოდ მოექცნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.
ოჯახს არ გააჩნია შესაბამისი თანხა,რომ ჯარიმა გადაიხადონ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ხურვალეთში ეს დაკავების უკვე მე-6 შემთხვევაა. დავით ვანიშვილს, გატაცებულის ბაბუას, როდესაც კონტაქტობს ჟურნალისტებთან (ის მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობს), ღამის საათებში ოკუპანტები აკითხავენ და ცხინვალის იზოლატორში მიჰყავთ, სადაც შეურაცხყოფას აყენებენ და აფრთხილებენ, რომ ქართველებს არ ეკონტაქტოს და არ გადავიდეს ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", გორი.
მასალის გამოყენების პირობები






