დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა ნარკომანთა მონაცემთა ბაზიდან მოხსნის საშუალებას იძლევა
სამართალი - 13:55, 27 Nov, 2013     9593

ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა" და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან მონაცემთა ბაზას, რომელიც სისტემატურად განიცდის განახლებას. ნარკოდანაშაულს გააჩნია ორი მხარე - იურიდიული და სამედიცინო. ნარკოდანაშაულის სამედიცინო მხარეს არ ეხება არც შეწყალება, არც ამნისტია და არც ხანდაზმულობა. ბაზიდან პიროვნების ამორიცხვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის თანამხმად ხდება მხოლოდ დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.


დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა უტარდება პირს, რომელიც იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვიანობის მონაცემთა ბაზაში, რათა მისი წარმატებით გავლის შემდეგ  კანონის ფარგლებში ამოღებულ იქნას მონაცემთა ბაზიდან.


დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა ერთკვირიანი პროცესია, რომლის ფარგლებშიც პირი კვირის განმავლობაში სამჯერ ცხადდება ბიუროში და გადის როგორც კლინიკურ შემოწმებას ისე ბიოლოგიურ ანალიზს აკრძალულ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე იმუნოქიმიური სტრიპტესტებით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობითა და სიზუსტით. ამ მეთოდით ჩატარებული გამოკვლევა მაქსიმალური სიზუსტით ადგენს პირის აკრძალური ნივთიერებების გამოყენების ან მათზე დამოკიდებულების საკითხს.


პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც გამოსაკვლევი პირი ექიმის დანიშნულების მითითებით ან მის გარეშე მოიხმარდა სამკურნალო მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ტესტზე ე.წ. ცრუ დადებითი რეაქცია. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს დეტალური კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდება ტესტის პასუხი ცრუ დადებითი იყო თუ რეალური.


დინამიური ნარკოლოგიური კვლევის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირის მონაცემთა ბაზიდან ამოღება ხდება უვადოდ. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიგამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია, როგორც თბილისში ისე ქუთაისსა და ბათუმში. კანონით მინიჭებული წესით ბიუროს ამ პროცედურისთვის დათმობილი აქვს 30 სამუშაო დღე, თუმცაპიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე ბიურო დინამიურ ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნას გასცემს 8-10 დღეში.


ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექსპერტებითა და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიებით. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილია 264 ნივთიერება და ბიოლოგიურ მასალაში მათი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ინსტრუმენტალური მეთოდის გამოყენებით და არა სწრაფი იმუნოქიმიური სტრიპტესტებით. სსიპ ლევან სახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული ინსტრუმენტებით და ერთადერთია საქართველოს მასშტაბით რომელსაც შეუძლია დაადგინოს ბიოლოგიურ მასალაში (შარდი, სისხლი, თმის ღერი და ა.შ.) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ყველა ნივთიერების შემცველობა.  კვლევის მაქსიმალურ სანდოობას განაპირობებს ექსპერტის მეთვალყურეობით აღებული საკვლევი ბიოლოგიური მასალა.


ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან სახელმწიფოსა და პიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, როგორც ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებების მომხმარებელთა ჩამორთმეული უფლებების კანონის ფარგლებში აღდგენა, ასევე გარკვეული პირების მიერ  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის სიზუსტე.


პირს დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების უფლება, მონაცემთა ბაზიდან ამორიცხვის მიზნით, აქვს თუ ნარკოლოგიური ან ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტის დადგენის შემდეგ გასულია არანაკლებ ერთი წელი.  ხოლო, ნარკომანიის დიაგნოზის შემთხვევაში - მკურნალობის დასრულებიდან 3 წელი (მკურნალობად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე პირის თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა).

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ამ კვლევებზე  2011 წლიდან შესამჩნევად მატულობს. თუ 2011 წელს დინამიურ კვლევაზე 900-მა პირმა მოგვმართა, წელს ეს რიცხვი უკვე 1800-საღემატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42