პაატა ზაქარეიშვილის მხრიდან რუსეთთან მიმარტებაში გაკეთებულ მკვეთრ განცხადებებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია ეხმიანება და ზაქარეიშვილის წინა განცხადებებს იხსენებს.
მარიამ საჯაიას აზრით, ზაქარეიშვილის რიტორიკის ცვლილება იმითაა გამოწვეული, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების თბილისში გამეორების საშიშროება იგრძნო:
„გამახსენეთ, ეს ის მინისტრი არ არის, რომელიც ამბობდა ჟენევის ფორმატი კარგია, მაგრამ არაეფექტური და ამიტომ ჯობია პირისპირ, ერთი-ერთზე ველაპარაკოთ რუსეთსო?! ამიტომ არ გამოიყო ჟენევის ფორმატიდან კარასინი-აბაშიძის ფორმატი?!
ეს ის მინისტრი არ არის, რომ ამბობდა რა ვქნათ "გამყოფმა" (რეალურად კი საოკუპაციო) ხაზმა რომ გამოიწიაო; რუსი ჯარისკაცი ტუალეტში რომ შევა იმაზეც ხომ არ გამოვეკიდებითო?! და რომლის სამინისტრომაც შემოიტანა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილება?!
კარგია, ბატონმა პაატამ ცოტა რიტორიკა რომ შეიცვალა, ალბათ, ბატონმა ბიძინამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ანალოგიის საფრთხე საქართველოშიც იგრძნო; რომ შესაძლოა მრავალათასიანი გამოსვლები თბილისშიც დაიწყოს, რადგან რუსეთი ანალოგიურ ზეწოლას ეცდება საქართველოზე... ჰოდა ცოტა გაფრთხილდნენ“, - წერს მარიამ საჯაია „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






