მიმოწერიდან კარგად ჩანს, როგორ ითხოვს ნიკა გვარამია უწყებიდან პასუხს, როგორ მოიქცეს ტელევიზია მაშინ, როდესაც შეიარაღებული პირი კონტაქტზე გამოსვლას ითხოვს.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი გიორგობიანს წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა გამორთოს მობილური ტელეფონი და "Facebook"-ი.
მიმოწერაში ასევე ჩანს, როგორ ცდილობს ნიკა გვარამია, მიაწოდოს ინფორმაცია ნინო გიორგობიანს, თავდამსხმელის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზეც.
აღსანიშნავია, რომ თხოვნის მიუხედავად, გომელაურის უწყება დუმს, სამაგიეროდ ყველაფერს ტრადიციულად მედიას და "მთავარ არხს" აბრალებს მმართველი გუნდი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკა გვარამია გუშინ დაუკავშირდა როგორც 112-ს , ასევე დაურეკა ნინო გიორგობიანს მან ის ინფორმაცია მიაწოდა უწყებებს, რასაც თავად იღებდა დღის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბეტრს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ძარცვასას ბანკში შეჭრილი პირი, ფეისბუქის მომხმარებლის საშუალებით პირველად "მთავარ არხს" და არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას,დაუკავშირდა.



მასალის გამოყენების პირობები






