კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი - "გეხვეწებით, გაიყვანონ ტექნიკა, იფიქრონ ჩვენზე" - სავარაუდო მძევალი ნიკა გვარამიას დახმარებას სთხოვდა
სამართალი - 15:54, 22 Oct, 2020     1925
"მთავარი არხის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკა გვარმია ბანკის დაყაჩარების საქმეზე ახალ და ხმაურიან განცხადებებს აკეთებს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გვარამიას გუშინ ზუგდიდის ინციდენტის ადგილიდან, სავარაუდოდ მძევალი, სავარაუდოდ სახელად - დავითი დაუკავშირდეა.
აღნიშნული პირი, მწედიამფლბელტან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ის თავდამსხმელის დავალებით უკავშირდებოდა და გვარამიას სთხოვდა დაკავშირებოდა ოპერაციის ხელმძღვანელ პოლიციელებს, რომ გაეყვანათ მიმდებარე ტერიტორიიდან ტექნიკა, სპეცრაზმი და სნაიპერები, რადგან თავდამსხმელს ეს ყოველივე აღიზიანებდა და მოუწოდებდა მთავრობას ეფიქრათ მათზე.

"აქიდან მეუბნებიან, ჩემს აზრს კონკრეტულად არ გეუბნებით, კადრებში ჩანს ყველაფერი ტექნიკაც არის, რაც ძალიან აღიზიანებს ამას. პირველ რიგში, რასაც ამბობს ეს ადამიანი რომ აბსოლუტურად უნდა დაიცალოს ტექნიკისგან ზუგდიდი, აბსოლუტურად ყველა ტექნიკა უნდა წავიდეს, ყველა სპეცრაზმელი უნდა გავიდეს!

სნაიპერები არიანო, რომ ლაპარაკობენ, სულ ყველა გაიყვანეთ, გადაეცით, დაუკავშირდით ამათ, ვინც არის აქ, ამ ოპერაციის ხელმძღვანელი, ვინც არის ყველას დაუკავშირდით. გეხვეწებით და გაიყვანონ ეს ტექნიკა აქედან, გაიყვანონ ეს ხალხი აქედან, იფიქრონ ჩვენზე" - უთხრა ნიკა გვარამიას სავარაუდო მძევალმა სატელოფონო საუბრისას.

ჩანაწერში, რომელიც "მთავარმა" გაასაჯაროვა ჩანს, რომ ნიკა გვარამია, ზარის ავტორს სთხოვს ეთქვა მისი სახელი და ცდილობს გაერკვია ტელეფონით მძევალი უკავშირდებოდა თუ თავდამსხმელი, რაზეც პირმა უპასუხა, რომ იყო მძევალი, სახელად დავითი და რეკავდა თავდამსხმელის დავალებით და იმერებდა, რასაც თავდამსხმელი კარნახობდა.

"მე გესაუბრებით მძარცველის სახელით ვინც არის ამ შენობაში და ვინც არის აქ ტყვედ ამათი სახელით, ყუმბარა უკავია ხელში, კადრებს რასაც ხედავს აღიზიანებს, ნიკა გეხვეწები უთხარით და გაიყვანეთ." - ასე უპასუხა მძევალმა ნიკა გვარამიას შეკითხვას.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42