"შსს-ს გამოძიებულის არ მჯერა, ამიტომ მოუწევს პასუხი აგოს!"- ციტირებს წყარო.
პ.ს: მასალის განახლება: ამასთან, მეორე, დამოუკიდებელი წყარო, "ნიუპსოტს" უყვება, რომ საქმეში ჩართეს ე.წ. კანონიერი ქურდი, ოთარ მიქავა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკითხზე ინფორმირებულია "კრიმინალური ავტორიტეტი" ლევან მარღიაც - (ლევიკ ზუგდიდსკი), რომელიც თურქეთში ცხოვრობს.
მძიმე დღე ზუგდიდის ცენტრში გუშინ, 14:21 საათზე დაიწყო, როცა სამხედრო ფორმაში ჩაცმული და კბილებამდე შეიარაღბული თავდამსხმელი, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით ხელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა.
7 საათიანი ტყვეობის შემდეგ, ყველა მძევალი, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსანი ავთანდილ გალდავა თავისუფალია. ბოროტმოქმედმა გალდავასთან ერთად კიდევ ორი მძევალი – ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას ბიძაშვილი ლაშა შენგელია და ბანკის მომხმარებელი 25 წლის მურიკო ბულია აიყვანა, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა.

გავრცელდა ინდფორმაცია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გეგმავდა გადასვლას, თუმცა მოახერხა თუ არა მან ამ ჩანაფიქრის შესრულება, უცნობია. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია სად იმყოფება ნახევარი მილიონი დოლარითა და ხელყუმბარით ხელში ბანკიდან პოლიციის უფროსთან და კიდევ სამ მძევალთან ერთად გამოსული თავდამსხმელი, რომელმაც მანამდე 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
როგორც ჩანს, მამაკაცს, რომელმაც ყველა პირობა შეუსრულეს, ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი ინკასაციის მანქანით მიუტანეს და ე.წ. უსაფრთხო დერეფანი მისცეს, პოლიციასთან ერთად ე.წ. კრიმუინალური ავტორიტეტებიც ეძებენ.

მასალის გამოყენების პირობები






