22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 23:49, 21 Oct, 2020     2510

ვერძი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. ეს შესაძლოა, ტრავმა ან ემოციური სტრესი იყოს. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ იმ საქმეებს შეეჭიდოთ, რომლებშიც კარგად ერკვევით. ნუ გარისკავთ, ერიდეთ მჭრელ და მჩხვლეტ საგნებს, ელექტრომოწყობილობას და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ, რომ სიზმარში ცუდი ამინდი ცხადში მოახლოებულ საფრთხეს ნიშნავს.

კურო

ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, საშუალებას მოგცემენ, სამყაროს ახლებურად შეხედოთ. ამ დღეს გექნებათ უნიკალური საშუალება, რომ სანუკვარი ოცნება ცხოვრებაში განახორციელოთ. მთლიანად დამოკიდებული ხართ წინა თვეებში დაგროვილ სულიერ თუ მატერიალურ მარაგზე. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. ბავშვებთან დაკავშირებული გეგმები წარმატებით განხორციელდება.

ტყუპები

ამ დღეს მეგობრებისა და ნათესავების რჩევები ძალიან გამოგადგებათ. ახალი იდეები საშუალებას მოგცემთ, დაგროვილ პრობლემებს გაუმკლავდეთ. კონტრაქტით მომუშავეები ამ დღეს მუდმივი სამუშაოს პოვნას შეძლებენ. გამორიცხული არაა, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შანსი გაგიჩნდეთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საქმე ისე შეატრიალოთ, რომ „კრიზისი“ ნელ-ნელა ახალი საქმის დასაწყისში გადავიდეს. ფინანსურ საკითხებში დაუფიქრებელი დაპირებები არ გასცეთ. თქვენი მომხიბვლელობა დღითი დღე იზრდება, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ.

ლომი

გირჩევთ, მხოლოდ იმ საქმეს მოკიდოთ ხელი, რომელშიც კარგად ერკვევით. ერიდეთ სარისკო საქმეს, მჭრელ და მჩხვლეტ საგნებთან ურთიერთობას. იმოქმედეთ მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით.

ქალწული

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და გახსოვდეთ, მეტი დასვენება გჭირდებათ. არაფერზე არ ინერვიულოთ და დაივიწყეთ ყოველგვარი წვრილმანი საქმეები. ბავშვებთან დაკავშირებული გეგმები მეტ-ნაკლებად წარმატებით განხორციელდება. უამინდობა სიზმარში მოახლოებულ საფრთხეს ნიშნავს.

სასწორი

ამ დღის ემოციურმა დაძაბულობამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს. მოგიწევთ არჩევანის გაკეთება სასიამოვნოსა და აუცილებელს შორის. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ ოპტიმიზმი. ყურადღებას ნუ მიაქცევთ დაბრკოლებებს და გაითვალისწინეთ კეთილისმსურველთა რჩევა.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი შენაძენისთვის. დაივიწყეთ პრობლემებისა და უსიამოვნებების შესახებ. ამ დღეს გექნებათ უნიკალური შანსი, რომ სანუკვარი ოცნება ცხოვრებაში განახორციელოთ. ყველაფერი დამოკიდებულია წინა თვეებში დაგროვილ სულიერ და მატერიალურ კაპიტალზე. გათავისუფლდით და ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედეთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი სიყვარულის დრო დგება..

მშვილდოსანი

გამორიცხული არაა, რომ საცხოვრებელი ადგილი ან მოღვაწეობის სფერო შეიცვალოთ. შესაძლოა, პარტნიორთან თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდეს ან გაუთვალისწინებელი ხარჯები მოითხოვოს.

თხის რქა

კრიტიკული დღეა. შესაძლოა, პროფესიულ საქმიანობაში შეცდომები დაუშვათ. ძალიან ფრთხილად მოეკიდეთ ახალ იდეებსა და წინადადებებს. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირეოდენი პრობლემები. გახსოვდეთ, სიზმარში უამინდობა ცხადში მოახლოებულ განსაცდელს ნიშნავს.

მერწყული

ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. პირად ცხოვრებაში მეტი დიდსულოვნება გმართებთ. ეცადეთ, შეცდომები აპატიოთ. ქალი მერწყულისთვის შესაძლოა, მალე სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდეს. იყავით ფრთხილი და წინდახედული, თუმცა ყველაფერი თქვენზე დამოკიდებული არაა.

თევზები

ეს დღე დაკარგულის პოვნას, შელახული ჯანმრთელობისა და ძალების აღდგენას განასახიერებს. ეცადეთ, ძველი ვალები დააბრუნოთ და უანგაროდ დაეხმაროთ მათ, ვინც დახმარებას საჭიროებს. გულწრფელობა და თავგანწირვის უნარი მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42