რადარების განთავსებამ თბილისში ავარიები 80%-ით, დაღუპულთა რაოდენობა 85%-ით შეამცირა
საზოგადოება - 11:36, 27 Nov, 2013     4410
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ერთი წლის სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წლებთან შედარებით, სიჩქარის მზომი რადარების განთავსების ადგილებში თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 80 %-ით ხოლო აღნიშნულ ადგილებში ავარიების შედეგად  დაღუპულთა რაოდენობა 85%-ით შემცირდა.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წლის 1 ივლსიდან 2012 წლის 25 ნომბრის ჩათვლით გარდაცვლილთა რაოდენობა – 39-ს შეადგენდა, ხოლო 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ეს ციფრი 6-მდე შემცირდა.

შეგახნსებეთ, რომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლისში დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და საკვანძო ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო შემთხვევბის რისკი, სიჩქარის მზომი 17 ახალი რადარი დაამონტაჟა.

ანალოგიურად, მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისა და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირების მიზნით ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარის და გურიის რეგიონების ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე სიჩქარის მზომი 18 ახალი რადარი დაამონტაჟა.

ამრიგად, სიჩქარის მზომი რადარები სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის  საავტომობილო მონაკვეთის 21-ე კილომეტრიდან სარფამდე განთავსდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსდა სიჩქარის  შეზღუდვისა და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია  ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია დასაშვები სიჩქარის დადგენილ ზღვარს 15 კმ/სთ სიჩქარით  გადააჭარბოს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით აჭარის რეგიონში ახალი რადარების მდებარეობის ამსახველ განახლებულ რუკას აქვეყნებს:

გურიის რეგიონი:

1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე (სოფ. ხაჟალია) 60+15
2. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 21-ე კმ-ზე (სოფ. ჭყონაგორა) 60+15
3. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე (სოფ. შუხუთი) 60+15
4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე (სოფ. გრიგოლეთი) 60+15
5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე (სოფ.შეკვეთილი) 60+15

აჭარის რეგიონი:

1. გონიოს ციხესთან, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 113-ე კმ-ზე;

60 კმ + 15 (სარფის მიმართულებით)

2. გეზის ტერმინალთან, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 101-ე კმ-ზე.

90 კმ +15 (ბათუმის მიმართულებით)

3. ბათუმში - ხიმშიაშვილის ქ. N 9

40 კმ +15 (სარფისკენ)

4. ხიმშიაშვილი-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე

40 კმ + 15 (ცენტრისკენ)

5. მახინჯაური-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე

60 კმ +15 (ორივე მიმართულებით)

6. ხელვაჩაური-ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე

60კმ +15 (ორივე მიმართულებით)

7. ბობოყვათი-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 78-ე კმ -ზე

90 კმ + 15 (ბათუმის მიმართულებით)

8. ქობულეთი - აღმაშენებლის გამზირი #266 - 50 კმ. + 15 (ჩოლოქის
მიმართულებით)

9. ქობულეთი (ფიჭვნარი)- სენაკი - ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 66-ე კმ.
70 კმ + 15 (ბათუმის მიმართულებით)

10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე და 93-ე კმ-ზე (ჩაქვის
გვირაბებთან, ორივე მიმართულებით) 60+15




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42