ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა
საზოგადოება - 11:20, 27 Nov, 2013     2723

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა დავით პაიჭაძემ საქართველოს პრეზიდენტის (2004-2013) მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენი მიიღო.

ჟურნალისტი მადლობას „ფეისბუქის“ საშუალებითაც იხდის და აცხადებს, რომ ეს მისთვის ტვირთი უფროა, ვიდრე ჯილდო:

"ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის" (საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებიდან).

მიმაჩნია, ჩემი საქმიანობა გაცილებით მოკრძალებულად შეიძლება შეფასდეს, ვიდრე ზემოთმოტანილი სიტყვები გულისხმობს. მესმის, დებულება ერთი ადამიანისთვის არ იწერება, მაგრამ სიტყვა "გამოჩენილი", "აღმატებული", "მოღვაწე" და "მოღვაწეობა" არასოდეს მემეტებოდა და არც ახლა მემეტება ჩემი თავისთვის.

გუშინ საღამოს გადმომცეს ბრწყინვალების ორდენი. ეს იყო სრულიად მოულოდნელი და ძალიან გასაკვირი –– იმდენად, რომ გახარებაც ვერ მოვახერხე.

მადლობა იმ ადამიანებს, უწინარესად საქართველოს პრეზიდენტს (2004–2013) მიხეილ სააკაშვილს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩემთვის ეს არის უფრო ტვირთი, ვიდრე ჯილდო, რომლის დამსახურებაც მომავალში უნდა გავამართლო ამ საზოგადოების წინაშე –– საზოგადოებისა, ვისი სახელითაც ენიჭებათ ადამიანებს სახელმწიფო ჯილდოები“, - წერს დავით პაიჭაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42