ე.წ. კარტოგრაფების საქმის "ოქროს მოწმის" შეცვლილი ჩვენება - რატომ დაუმალა გამოძიებას დავით ხიდაშელმა ივანიშვილის გვარი?
სამართალი - 15:57, 20 Oct, 2020     1648
ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტის ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ახალი ჩვენება დღეს გასაჯაროვდა. მასში წერია, რომ 2019 წლის სექტემბერში ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა, რადგან იცოდა, რომ ის კარტოგრაფიულ რუკებს იძიებდა და დახმარება სთხოვა.

წინა ჩვენებისგან განსხვავებით, სადაც ის არ ამბობდა, რომ დახმარება თავდაპირველად ივანიშვილმა სთხოვა, აქ ვკითხულობთ, რომ საქმეში დიდი დაინტერესება სწორედ მან გამოთქვა და უთხრა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობდა:

"სატელეფონო საუბარში ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის სახლემწიფო საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემა და საქართველოს თავდავის სამინისტროს დავხმარებოდი შესაბამისი რუკების მოძიებაში, ვინაიდან მან იცოდა რომ მე უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული კარტოგრაფიული საქმიანობით. ჩვენი საუბარი იყო მხოლოდ ზოგადი ხასიათის, შესაბამისად ჩემთვის უცნობი დარჩა კონკრეტულად რა საარქივო მასალის მოძიება იყო საჭირო.

გამოძიებისთვის არ განმიცხადებია, რომ თავდაპირველად დახმარება რუკების მოძიებაში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ვინაიდად ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილის საკონტაქტო მონაცემების გარდა არაფერი უცნობებია და ვთვლიდი, რომ აღნიშნულ საკითხს გამოძიებისთვის არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს" - წერია დავით ხიდაშელის ჩვენებაში.

ბიზნესმენიიქვე განმარტავს, რომ პირველ ჩვენებაში გარკვეული ცდომილების არსებობა ტექნიკური ხარვეზია და რომ გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე არც უფიქრია, პროკურატურის მხრიდან კი აღნიშნულ საკითხზე კითხვებიც არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმეზე საგამოძიებო უწყებამ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ხელმეორედ 17 ოქტომბერს გამოკითხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42