პირველი ჩვენების მიცემის შემდეგ საგარეო უწყების ყოფილმა თანამშრომელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ კარტოგრაფები უსამართოდ არიან დაკავებულნი და რეალურად, მელაშვილი სახელმწიფო ინტერესებს ყოველთვის იცავდა, იმ დონეზეც კი, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მისი კომისიიდან გარციხვაც კი მოითხოვა. რაც შეეხება სადავო რუკას, ის ჩვენი ქვეყნისთვის არამომგებიანია.
ვაშაკიძის დღევანდელი დაკითხვის მიზეზი უცნობია. არც ისაა ცნობილი, თუ რაზე გაკეთდება ძირითადი აქცენტები. მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, აუცილებელია ყველა ის მაღალჩინოსანი გამოიკითხოს, რომელიც კარტოგრაფების საქმის ფიგურანტია:
"ყველა მაღალჩინოსანი, ვინც საქმის ფიგურანტია, უნდა გამოიკითხოს - მათ შორის, მიხეილ ჯანელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი სხვადასხვა სატელივიზიო ინტერვიუში კარტოგრაფების დაკავებაზე საუბრობს, თუმცა აუცილებელია მან ერთი და რეალური ჩვენება მისცეს გამომძიებლებს", - განაცხადა მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს, წინასწარი პატიმრობა კი 8 ოქტომბერს შეუფარდეს. 2020 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






