უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ალიასთან“ საუბარში ამბობს, რომ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ თბილისელებს უხარისხოდ ემსახურება, კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებს და წყალი არ იფილტრება, უხარისხო წყალი კი პრობლემებს ქმნის.
ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად დაასახელოს პრობლემა, ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს:
„კონკრეტულსაც გეტყვით. ბიძინა ივანიშვილი რომ დიდი მოყვარულია ფლორისა და ფაუნისა, ცნობილია. მას ოქროყანაში უზარმაზარი აუზი აქვს, სადაც თეთრი ზვიგენი ჰყავდა ჩამოყვანილი. ზვიგენის ეს სახეობა, საშუალოდ, 1500-2000 კგ-ს იწონის და სიგრძით 4 მეტრამდე იზრდება.
თან, საკმაოდ ძვირადღირებულია, ღირს დაახლოებით 200 000 დოლარი და ეს ზვიგენი ყოფილ პრემიერს მოუკვდა ნოემბრის დასაწყისში, სწორედ უხარისხო წყლის გამო, რადგან არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის მილები, რითაც „თბილწყალი“ უზრუნველყოფს ქსელს, გარკვეულწილად არ შეესაბამება სტანდარტებს და ამას სჭირდება ექსპერტიზა.
ამ ფაქტის გამო ბატონი ბიძინა ძალიან ყოფილა აღშფოთებული და სპეციალისტებისთვის წყლის გამოკვლევა დაუვალებია და ამბობენ, რომ ამის გამო საკმაოდ სერიოზული დავალებებია გაცემული შესაბამის სამსახურებშიო“, - ამბობს მჟავანაძე „ალიასთან“.
მასალის გამოყენების პირობები






