,,ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გაწეული შრომის საფასური პარტიის წევრებს არ გადაუხადა
საზოგადოება - 16:10, 26 Nov, 2013     2562

,,ქართული ოცნების“ გორის რაიონულმა ოფისმა ახალგაზრდული ფრთის წევრებს წინასაარჩევნოდ, ,,ოცნების“ სასარგებლოდ გაწეული დახმარებისათვის დაპირებული ანაზღაურება არ მისცა.

ათამდე ,,ქართული ოცნების“ აქტივისტი კოალიციის გორის რაიონულ ორგანიზაციას მოტყუებაში ადანაშაულებს.

როგორც ისინი ,,ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებენ, წინასაარჩევნოდ ერთი თვის განმოვლობაში ისინი პარტიის სასარგებლოდ იმ იმედით მუშაობდნენ, რომ არჩევნების შემდეგ ფულად ანაზღაურებას მინიმუმ 200 ლარამდე აიღებდნენ.

,, ამ თემაზე ბევრი ვერ საუბრობს რადგან ეშინიათ, ძალიან ბევრია უხელფასოდ დარჩენილი და ამბობენ რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებენ თუმცა მუქარების გამო ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ჩვენ მოხალისეები არ ვყოფილვართ. ქალები პატარა ბავშვებს სახლებში იმის გამო ტოვებდნენ რომ იმედი ჰქონდათ ორ კაპიკს მოგვცემდნენ მაგრამ ეხლა ამბობენ თქვენზე არ არის ხელფასებიო" -აცხადებს თაკო თოფურია . 

,,მე დამკვირებელი ვიყავი შეგვპირდნენ რომ იქნებოდა ანაზღაურება თუმცა ძალიან, ძალიან გაგვიცრუეს იმედი მერე გვითხრეს რომ ჩვენ ასე გითხარით შესაძლებელიაო იყოსო. ერთი სიტყვით მასხარად აგვიგდეს ერთი თვე ვმუშაობდი ჟურნალ გაზეთებს ვარიგებდი არაფერს არ გვინაზღაურებდნენ ჩვენ ვხარჯავდით ჩვენს ფულს გზის ხარჯებსაც კი არ გვინაზღაურებდნენ ერთი 100 ადამიანი მაინცააა ვინცაა ასე მოგვატყუეს"- ამბობს თეონა ნაფიშვილი.

 

ზურაბაშვილი ,,ნიუპოსტთან" აცხადებს, ,, ეს ქალბატონები რომლებიც ჩვენთან ახალგაზრდულში დაფიქსირებულები არიან როგორც აქტივისტები იყვნენ მოხალისეები, თვითონ მობრძანდნენ არ არიან პარტიის წევრები რამოდენიმე შეიძლება იყოს პარტიის წევრიც, მაგრამ ძირითადად ახალგაზრდულის ბავშვები არიან მხარდამჭერები, რომლებიც უბრალოდ აქტიურობდნენ საზოგადოებრივ საწყისებზე და მათ არავინ დაპირებია ანაზღაურებას“

გიორგი ახალკაცი სპეციალურად ,,ნიუპოსტისთვის" გორიდან

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42