კაცმა, რომელმაც პანდემიის დროს სტომატოლოგიური მომსახურება ვერ მიიღო, 8 ბოთლი ლუდის დალევის შემდეგ, კბილები საკუთარი ძალებით ამოიღო.
42 წლის კრის სევიჯი სასოწარქვეთაში ცავარდა მას შემდეგ, რაც 20–მა ადგილობრივმა სტომატოლოგმა განუცხადა, რომ ახალ პაციენტებს არ იღებდნენ.
რამდენიმე დღიანი ტკივილების შემდეგ, პრობლემის გადაწყვეტა საკუთარი ძალებით გადაწყვიტა, მაგრამ ეს აღწერა შემდეგი სიტყვებით: „ყველაზე დიდი საშინელება, რაც კი ოდესმე გამიკეთებია“.
კრისმა აღნიშნა, რომ მან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო და ერთი კბილი ამ მდგომარეობაში ამოიღო. შემდეგ 24 საათი მოიცადა და უკვე ფხიზელმა, მეორეც ამოიღო.
ამ დროისათვის სამი შვილის მამა თავს კარგად გრძნობს. თავის საცხოვრებელ ქალაში ის ოჯახთან ერთად გადავიდა და არც ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში არ დარეგისტრირებულა. გასულ წელს მან ველოსიპეტიდან გადმოვარდნის შედეგად წინა კბილები დაიზიანა, პანდემიის დასაწყისში კი ასტკივდა და არც ერთმა სტომატოლოგიურმა ის აღარ დაარეგისტრირა.
მასალის გამოყენების პირობები






