სადახლოში მერაბ კალანდაძისა და გიორგი ფირალიშვილის დაცხრილვის დეტალები – მკვლელობა გახსნილია
საზოგადოება - 07:17, 26 Nov, 2013     17461

მკვლელობა, რომელიც გუშინ სადახლოს სასაზღვრო–გამშვებ პუნქტთან მოხდა და რის შესახებაც „ნიუპოსტი“ ექსკლუზიურად იტყობინებოდა, შსს–მ ცხელ კავალზე გახსნა. დაკავებულია 6 პირი. მკვლელობის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

მკვლელობის მიზეზი, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პირადი ანგარიშსწორებაა. შსს–ს ინფორმაციაში დასტურდება „ნიუპოსტის“ მიერ დასახელებული ერთერთი მოკლულის, კალანდაძის ვინაობა. შინაგანი უწყების ცნობით, სროლის შედეგად დაიღუპნენ მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი, ხოლო დილარ მუკბანიანი მსუბუქად დაიჭრა. გარდაცვლილი გიორგი ფირალიშვილი ერთერთი სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელის შვილია.

„ნიუპოსტმა“ სისხლიანი გარჩევის დეტალები შეიტყო, თუმცა, წყარო ზუსტად ვერ ასახელებს დაპირისპირების წინაისტორიას.

შემთხვევა სადახლოს სასაზღვრო–გამშვებ პუნქტთან, სასაზღვრო ზონაში მოხდა. ერთერთი ვერსიით, მერაბ კალანდაძე მეგობრებს გიორგი ფირალიშვილსა და დილარ მუკბანიანს სომხეთის ტერიტორიაზე აცილებდა. თავის მხრივ, საქართველოდან სომხეთში გადასვლას წყარო ავლაბარში მოქმედი ერთერთი კრიმინალური ჯგუფის წევრებთან კალანდაძის მეგობრების დაპირისპირებას უკავშირებენ.

„ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, დაპირისპირება ავლაბარში მოქმედ ჯგუფსა და მუკბანიანს შორის მანამდეც ურთიერთსროლით დასრულდა და რამდენიმე პირი დაიჭრა კიდეც, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები მუკბანიანს შურისძიების მიზნით ეძებდნენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, საიდან მიიღეს მათ ინფორმაცია, რომ მუკბანიანი სომხეთში გადასვლას ცდილობდა, მაგრამ ფაქტია, რომ სადახლოს გამშვებ პუნქტთან აღმოჩნდნენ, თუმცა, ორ მხარეს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მაშინვე არ დაწყებულა.

როგორც მომხდარის თვითმხილველი ჰყვება, თავდაპირველად კალანდაძე, ფირალიშვილი, მუკბანიანი და დაახლოებით 5–6 კაცი, რომლებიც სადახლოსთან ორი ავტომანქანით იყვნენ მისული, ერთმანეთში საუბრობდნენ, მაგრამ მალე საუბარი ხმამაღალ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ორივე მხარემ იარაღი გამოიყენა. სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც სადახლოში ორი მანქანით მისული პირები გაიქცნენ. თვითმხილველის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანქანებს მაშინვე დაედევნენ. ორი მანქანიდან ერთი, გამშვებ პუნქტის სიახლოვეს ბოძს შეეჯახა, მოგვიანებით კი მეორე მანქანაში მყოფი პირებიც დააკავეს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

სროლის შედეგად მძიმედ დაჭრილი მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. რაც შეეხება დილარ მუკბანიანს, ის მსუბუქად დაიჭრა. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მსუბუქად დაიჭრა ასევე ერთერთი თავდამსხმელი, თუმცა, მის ვინაობას წყარო ვერ აკონკრეტებს.

მოკლულთაგან ერთერთი, მერაბ კალანდაძე კრიმინალურ სამყაროსა და კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ საქმიან წრეებში საკმაოდ ცნობილი პირი იყო. მერაბ კალანდაძე, არსებული ინფორმაციით, საქართველოში გაზგასამართი სადგურების ბიზნესს ფლობდა და ამ სფეროში მონოპოლისტად ითვლებოდა. მერაბ კალანდაძის ბიოგრაფიაში საჯარო სამსახურიც ფიგურირებს: 2009 წელს ის საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის, ბუნებრივი თხევადი გაზისა და მაგისტრალური გაზსადენების სისტემების ზედამხედველობის სამმართველოში მუშაობდა. იმ პერიოდში კალანდაძე, სხვა 19 პირთან ერთად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთერთ წევრად ცნეს და დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

„ნიუპოსტი“ გთავაზობთ შსს–ს განცხადებას მომხდარი მკვლელობის ცხელ კვალზე გახსნის შესახებ, რომელიც შს სამინისტრომ გვიან ღამით, სადახლოში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაავრცელა:

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნულმა პირებმა 25 ნოემბერს, 19 საათზე, სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი პირი: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირალიშვილი. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავტომაგისტრალზე დააკავეს. ამოღებულია „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

დაჭრილი პირები შემთხვევის ადგილიდან მარნეულში ,,ჯეო–ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, ორი მათგანი: მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.

გამოძიებას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს (სსსკ-ის 108-ე მუხლით)“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42