“მივიდა და მოხვდა ეგრევე კრამიტი…” – ვახო ჩიქოვანის დედა 18 ივნისის ღამის იმ დეტალებზე საუბრობს, რაზეც მისი შვილი ამ დრომდე დუმდა
სამართალი - 01:33, 12 Oct, 2020     2294

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის დედა ალაპარაკდა. ვახო ჩიქოვანის დედა 18 ივნისის ღამის იმ დეტალებზე საუბრობს, რაზეც მისი შვილი ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს.

ნინო გოგაშვილი, “კურიერთან” აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს და იმ გვარებს ასახელებს, ვინც არცერთ დაკითხვის ოქმში, როგორც მოძალადეები, არ ფიგურირებენ.

გოგილაშვილი დარწმუნებულია, რომ მის შვილს ნარკვევის დასახლებაში ქათამაძეც და ახვლედიანიც გაუსწორდნენ. მისივე მტკიცებით, ჩიქოვანს დაზიანება თავის არეში, კრამიტის გარდა, დანის ტარით აქვს მიყენებული, თუმცა დანა საქმის მასალებში არ ფიგურირებს. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ვახო ჩიქოვანს მისი მეგობარი აკაკი ქვრივიშვილი გადაეფარა, ვახო ახვლედიანის თეთრ პერანგზე კი სწორედ ჩიქოვანის სისხლის ლაქა ჩანს.

“რომ გადმოვიდნენ, ვახოს ალბათ თავის მცემელებზე ჰქონდა ალბათ უფრო აგრესია, რო დაინახა ვინც სცემა. იმიტომაც შეიძლება ურეკავდა ქათამაძეს”, – აცხადებს ბრალდებულის დედა.

ჩიქოვანის დედა გიორგი ქათამაძესთან მისი შვილის სატელეფონო ზარს აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს, მისი თქმით ბრალდებულს ავტომაგისტრალზეც სწორედ იმ პირების მისამართით ჰქონდა აგრესია ვისთანაც დაპირისპირება მოუვიდა. დაზარალებულისა და ამავდროულად ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა აგარაკზე ნ.ხ.-ს დაცვა სცადა, სწორედ ამიტომ მას რამდენიმე პირი თავს დაესხა

“მივიდა, მიიწია, დავილაპარაკოთ, რატომ სცემთ და ეგრევე კრამიტი მოხვდა თავში. დაგდებულზე მოხვდა დანის ტარი,” – განაცხადა ნინო გოგილაშვილმა.

ვახო ჩიქოვანის დედამ პირველად ისაუბრა ვრცლად 18 ივნისის ღამის შესახებ, სადაც განმარტა, რომ “ტოიოტას” ყველა მგზავრი მცხეთაში მას შედეგ წავიდა, რაც არასრულწლოვანმა ლ.შ.-მ ნიკა ჟვანიას დაურეკა და დახმარება სთხოვა.

ჩიქოვანის დედა იმასაც ამტკიცებს, რომ მისი შვილისა და არასრულწლოვან ნ.ხ.-ს გარდა აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დროს ნიკა ცუცქირიძე და არასრულწლოვანი ნ.ქ. დაშავდნენ. ფაქტს ადასტურებს ნ.ქ.-ს ოჯახი და ამბობს, რომ მან დაზიანება თავზე მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ნიკა ცუცქირიძის ადვოკატის განცხადებით კი ბრალდებულმა არ იცის ვინ დააზიანა.

დედის ბრალდებებს პასუხობენ ადვოკატები, ნაწილი მის განცხადებებს არ იზიარებენ, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პატიმრის დედა პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვაზე ცდილობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42