,,ჩვენი ორგანიზაცია ამჟამად მოღვაწეობს ქალაქ მოსკოვში. დიდი მუშაობის შედეგად ორგანიზაციამ მოაწყო რამოდენიმე შეხვედრა, ქართველ ემიგრანტებთან რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე კერძოთ ქალაქ მოსკოვში.
ამა წლის 24 ნოემბერს ქალაქ მოსკოვში არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველმა ემიგრანტებმა მოაწყო, მნიშვნელოვანი შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან, შეხვედრის მიზანი იყო ქართველი ემიგრანტების გაერთიანება, ერთად დგომა, და იმ დიდი მუშაობის გაწევა, რასაც რუსეთ-საქართველოს მეგობრული და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ქვია.დღევანდელ შეხვედრაზე ორგანიზაციის შიდა წესდებით შეიქმნა საკორდინაციო საბჭო. საკორდინაციო საბჭო, რომელიც შეადგენს 35 აქტიურ წევრს, აქვე დაინიშნა საკორდინაციო საბჭოს ხემძღვანელი საქართველოს მოქლაქე, ამაჟამად ემიგრაციაში მყოფი გელა ბეროშვილი, ასევე შეიქმნა ბიზნეს ცენტრი რომლის ხემძღვანელიც გახლავთ ვანო პარწიკანაშვილი. ბიზნეს ცენტრი მოემსახურება და იმუშავებს ქართველი ემიგრანტების დასაქმებაზე.
გვინდა შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას დღეს, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს მილიონ ორასიათასი ქართველი და არანაირი ყურადღება არ ექცევათ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ დგავს იმ ნაბიჯებს, რასაც დიპლომატური ურთიერთობა ჰქვია რუსეთან, ჩვენი ორგანიზაცია ქართველ ემიგრანტებთან ერთად იწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა აღდგეს ის ურთიერთობები, რაც რუსეთ-საქართველოს ჰქონდა წლებისა და საუკუნეების მანძილზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ემიგრანტები მადლობას უხდით რუსეთის ხელისუფლებას, გამომდინარე იქედან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ქართველებს როგორც წლებისა და საუუკუნების მანძილზე, ასევე დღეს უფლება ეძლევათ, დასაქმების და თავისუფლად მუშაობის ამათუ იმ სამუშაო ადგილებზე, რათა არჩინონ ოჯახები.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ემიგრანტები ყოველთვის დაიცავს და დაეხმარება ემიგრაციაში მყოფ ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს“, - ნათქვამია საერთაშორისო-არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარის ზვიად ყუშიტაშვილის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






