როგორც საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი აცხადებს, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ნაფიცი მსაჯულებიც და მოსამართლეც გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან მისი თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებებია, რაც ბრალდებულების დანაშაულზე მიუთითებს
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქემზე დაკავებულ 11 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ითვალისწინებს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას. ბრალდებულების ნაწილს გური ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
თავის მხრივ, ჩიქოვანი, გაგნიძე და რევაზიშვილი აცხადებენ, რომ უდანაშაულოები არიან და იმედი აქვთ, რომ ნაფიცი მსაჯულები სწორად შეაფასებენ ფაქტობრივ გარემოებებს. გაგნიძის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, ბრალდებულებს სასამართლოს მიმართ უნდობლობა აქვთ:
"ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენ ვირჩევთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში დარჩენილი მოსამართლეების მიმართ არ გვაქვს ნდობა, რომ მათ მივანდოთ ამ საქმის განხილვა. გვინდა, საქმე საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება არჩილ გაგნიძესთან მიმართებაში. გურამ ამირხანაშვილი ცრუ მოწმეა, ის პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ჩვენებებს ცვლის, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე საუბრობს", - განაცხადა ნემსიწვერიძემ.
ბრალდებულის სასამართლოს მიმართ უნდობლობაზე საუბრობს რევაზიშვილის ადვოკატიც. შოთა კახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სურს, რომ საქმე საზოგადოებამ განიხილოს:
"ეს არის ნიკა რევაზიშვილის გადაწყვეტილება. თუ აქამდე, საზოგადოების ინფორმირება საქმის გარემოებების შესახებ მედიის მეშვეობით ხორციელდებოდა, ახლა უკვე საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაიხედონ უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეში და თავად განახორციელონ რეალური მართლმსაჯულება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. ნიკა რევაზიშვილი უნდობლობას უხხადებს მორჩილ სასამართლო სისტემას და გვსუსრს საქმე საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილონ. პროკურატურა ცდილობს საზოგადოებას შეასაღოს ცრუ მოწმე გური ამირხანაშვილი მსხვერპლად", - განაცხადა კახიძემ.
ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 21 ოქტონბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქემზე დაკავებულ პირებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






