ირაკლი ალასანია და „საიდუმლო სირობის“ ავტორი დამეგობრდნენ
საზოგადოება - 15:19, 25 Nov, 2013     6777

„ირაკლი ალასანიას ორიგინალური მეგობრები ჰყავს, თანაც მათ ყოველთვის ორიგინალურად ლობირებს ხოლმე. მაგალითად, თვადაცვის სამინისტროში ამბობენ, ჯარის კვება მეგობარს ჩააბარა და მას შემდეგ დიარეა ისე გახშირდა, ლამის ეს პრობლემა ეროვნულ საკითხებში ჩაეწეროსო. ხუმრობა იქით იყოს და ალასანიამ რომ პრობლემას რომ ადგილიდან ძვრაც ვერ უყო, აქმეს ხელი პროკურატურამ მოჰკიდა“, - წერს ჟურნალისტი.

„ახლა ქუთაისელები ამბობენ, მაგათ ხომ იცით, როგორი იუმორი აქვთ, ირაკლი ალასანია ჩვენებურს დაუმეგობრდაო. თავდაცვის მონისტრის ახალი მეგობარი სკანდალისტი ირაკლი დეისაძეა, „საიდუმლო სირობის“ ავტორი. დეისაძე ალასანიათან მეგობრობას არ უარყოფს თუმცა, ამბობს, რომ ალასანია მის კარიერას არ ლობირებს“.

„თავის დროზე „საიდუმლო სირობამ“ ეკლესიაში, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრშიც კი სერიოზული სკანდალი გამოიწვია. აზრი ორად გაიყო და იყვნენ ადამიანები, ვინც დეისაძეს აღიარებდნენ და იყო მეორე მხარე, ვინც დეისაძეს თეა თუთბერიძეს ადარებდა. ასეა თუ ისე, დეისაძემ პოპულარობა ვერა, მაგრამ ცნობადობა მოიხვეჭა და აინტერესო მეგობრებიც გაიჩინა. გასკანდალებული მწერალი, როგორც ამბობენ, ჯერ ნათია ფანჯიკიძეს და შემდეგ მი მეუღლეს, ირაკლი ალასანიას დაუმეგობრდა. დღეს, როგორც ამბობენ, სწორედ ეს წყვილი ზრუნავს მის კარიერაზე“.

„პირველი შეთავაზება დეისაძის სახით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრომ მიიღო. თუმცა, „ევროპაში“ მან ადგილი ვერ გამოძებნა. ამის შემდეგ მწერლის მოწყობაზე თავად თავდაცვის მინისტრმა „იზრუნა“, თანაც თავდაცვის სამინისტროში, თუმცა თავშეკავებულმა ალასანიამ აქაც გაუბედაობა გამოიჩინა და ბოლოს, როგორც ამბობენ, ჯერი მაია ფანჯიკიძეზეც მიდგა. საგარეო საქმეთა სამინისტროში სკანდალებით სავსე კანდიდატით მანიცდამაინც აღფრთოვანებულები არ არიან და ფანჯიკიძეც მაქსიმალურად ცდილობს, საკუთარ დასა და სიძეს“.

„ამასობაში დეისაძე „მდიდრდება“, ოღონდ არ წაკითხული წიგნებით. ის, ყველაზე წარმატებით, სკანდალებს აგროვებს. ერთ-ერთი ასეთი სკანდალი სრულიად „Facebook”-მა იხილა ორიოდე თვის წინ, როდესაც ერთმანეთს ორი „გმირი“ - დეისაძე და ბედუკაძე დაუპირისპირდნენ. ერთმა მეორის გმირობა ვერ აიტანა...

ერეკლე დეისაძე: „სანამ აწამებ, მანამდე კურთხევა უნდა აიღო, შენ რომ მორწმუნე ხარ... მე კიდევ არავის არ ვაწამებდი, უბრალოდ მეუხერხულება, შენ რომ უფლებადამცველი ხარ. რა უფრო ასაცილოა, ერეკლე დეისაძე რომ მწერალია, თუ ლადო ბედუკაძე უფლებადამცველი გმირი?“

ლადო ბედუკაძე: „ისე, ჩემი ნება რომ იყოს, სიამოვნებით ვაწამებდი ასეთივე მეთოდებით მთელ ნავხროვის ელიტას, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენნაირ ხალხს ამ ქვეყანაში „მწერლებად“ აღიარებენ“.

ეს მხოლოდ ფრაგმენტია...არც ამაზე ღირს დროის დახარჯვა. თუმცა ფაქტია, რომ არ უნდა გავიკვირვოთ, თუ მალე დეისაძე ახალი ხელისუფლების სახედ მოგვევლინება რომელიმე უცხოურ ქვეყანაში, თანაც კულტურის ატაშეს თანამდებობაზე,“ - წერს ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42