ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომელმა პაციენტს სექსი შესთავაზა და შემდეგ ქალი გააუპატიურა.
ეიმი სანსონი ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა 36 წლის სპეციალისტის, მაიკლ მაკინტოშის მხრიდან. შემთხვევა გასული წლის აგვისტოში მოხდა.
სანსონმა ერთ–ერთ ტელევიზიას მოუყვა თუ როგორ შესთავაზა მაკინტოშმა მას სექსუალური ურთიერთობა სანამ იგი შხაპს იღებდა. სანსონმა მოძალადეს უარი უთხრა:
„მეორედ კი არც შემოუთავაზებია, გამაუპატიურა... ფსიქოლოგიური პრობლემები უკვე მქონდა როცა იმ დაწესებულებაში მივედი და იქიდან უფრო ცუდ მდგომარეობაში წამოვედი“.
სანსონი დაწესებულებაში მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმკვლელობა სცადა წამლების საშუალებით. დაზარალებულს შეეშნდა ეს ყოველივე კლინიკაშივე ეთქვა, რადგან ფიქრობდა, რომ პერსონალი ერთმანეთს ხელს აფარებდა და მასზე უფრო მეტად იძალადებდნენ. აღნიშნული დაწესებულების შემდეგ ქალმა სამართალ დამცავ უწყებას მიმართა.
მაკინტოში დაკავებულია და სასამართლო პროცესის მოლოდინშია.
მასალის გამოყენების პირობები






