შემზარავი ფაქტი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში – მამა საკუთარი 10 თვის ქალიშვილის გაუპატიურებისა და მოკვლის ბრალდებით დააკავეს. ბავშვი მიღებული მძიმე დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
დამნაშავე 29 წლის ოსტინ სტივენსია. მას ბრალი სექსუალურ ძალადობაში და არასრულწლოვნის გაუპატიურებაში წარედგინა.
სამარტალდამცავებმა ფაქტის აღმოჩენისთანავე მოახდინეს რეაგირება, პატარა ზარა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ ბავშვი მინიმუმ 2 საათის გარდაცვლილი იყო.
911–ზე მამამ თავად დარეკა, მანამდე კი დაგუგლა – „როგორ მივხვდეთ, თუ ბავშვი მკვდარია“.
მამამ შვილი რამდენიმე საათით ადრე დედის მშობლების სახლიდან წამოიყვანა. ბავშვის მშობლები ოფიციალურად დაშორებულები იყვნენ და მათ სასამართლო შეთანხმება ჰქონდათ, ბავშვის მეურვეობასა და მოვლასთან დაკავშირებით. ბებია და ბაბუა დედის მხრიდან იყვნენ უკანასკნლენლი, რომლებმაც ბავშვი ცოცხალი იხილეს.


მასალის გამოყენების პირობები






