დათა ახალაიას ადვოკატი: მტკიცებულებები, რაც ე.წ. "გირგვლიანის საქმეშია“, შოკისმომგვრელია!
საზოგადოება - 13:15, 25 Nov, 2013     5645

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება და არ გამორიცხავს, საერთაშორისო დიპკორპუსის წარმომადგენლებს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართოს.

ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, უკანდახევას არ აპირებს და პროფესიულ მოვალეობას შეასრულებს ყველანაირ პირობებში. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. „გირგვლიანის საქმეში“ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოცემულობა შოკისმომგვრელია და მალე ამის შესახებ საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს:

"გირგვლიანის საქმეზე" დავით ახალაია გახლავთ სრულიად უდანაშაულო. მის მიმართ ბრალდება წარმოადგენს საზოგადოებისთვის გადაგდებულ "სატყუარას"!

მტკიცებულებათა ის მოცემულობა, რაც ე.წ. "გირგვლიანის" საქმეშია წარმოდგენილი შოკისმომგვრელია და საზოგადოება ყველაფერს მალე შეიტყობს! ვურჩევდი გამოძიებას, ნუ დახუჭავს თვალს აშკარა გარემოებებზე და რეალურად შეაფასოს ლევან ბუხაიძის როლი სანდრო (ალექსანდრე) გირგვლიანის მკვლელობის საქმეში.

ჩემზე ზეწოლა კი უნაყოფოა“, - წერს განცხადებაში დათა ახალაიას ადვოკატი.

ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებას „ნიუპოსტი“ სრულად გთავაზობთ:

"მოგეხსენებათ, ვიცავ ბრალდებულ დავით ახალაიას ინტერესებს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. ვაცხადებ, რომ ჩემი პროფესიული აქტიურობის შეზღუდვის ან საქმიდან ჩამოცილების მიზნით ჩემზე სხვადასხვა მიმართებით ხორციელდება ზეწოლა.

კარგა ხანია ყოველივეს ვითმენ, რათა ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ პროფესიულ მოღვაწეობას და სტატუსს პირადი მიზნებისთვის ვიყენებ. არ განვეკუთვნები ადვოკატთა იმ კატეგორიას, რომლებიც თვითრეკლამის მიზნით უსაფუძვლოდ სტეხენ განგაშს და ამით სურთ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

იძულებული ვხდები ხმამაღლა განვაცხადო ჩემზე განხორციელებული ზეწოლის ზოგიერთი ფაქტის შესახებ, ეგებ ახლა მაინც დამადგეს საშველი და ვიპოვო სამართალი:

ძველი თბილისის რაიონის პროკურატურის გადაწყვეტილებით - (სადაც რაიონის პროკურორი გახლავთ დავით ახალაიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ყოფილი გამომძიებელი) - სრულიად უკანონოდ დაიწყეს და მიმდინარეობს გამოძიება ჩემი ოჯახის ერთადერთი საკუთრების ხელყოფის მიზნით.

ამ "მამულიშვილური" საქმით, აქტიურად არიან დაინტერესებული როგორც უცხო ქვეყნის, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული ხელისუფლების სპეცსამსახურების (რეზიდენტურის) წარმომადგენლები.

მათთან დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებიან თბილისში მოღვაწე, ნეპოტიზმსა და კლანური ურთიერთობებს ჩვეული აფხაზეთის ა.რ. სახელისუფლებო სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლები.

ყოველივე ზემოთ თქმული რამდენადაც უჩვეულოდ არ უნდა მოგეჩვენოთ - სიმართლეა, ტყუილის კადრება კი არ მჩვევია. (სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ჩემი მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობიდან გამომდინარე შეფასებით, მიუხედავად დავით ახალაიას საქმეზე წარსულში პროცესუალური დაპირისპირებისა, რაიონულ პროკურორს ვიცნობ, როგორც კარგ ადამიანს და ვეჭვობ, ჩემი ოჯახის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მის დონეზე ყოფილიყო გადაწყვეტილი).

გარდა აღნიშნულისა, პოლიცია წელიწადზე მეტია აჭიანურებს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრზე განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიებას. 2012 წლის 18 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პოლიტიკური რეალობითა და ხელისუფლებაში ახლობელ-ნათესავების მოსვლით გულმიცემული, ჩემთან სამეზობლო დავაში დაპირისპირებული პერსონა დამესხა თავს და გამისწორდა ფიზიკურად.

მან ასევე სცემა დასახმარებლად გამოსულ ჩემს 79 წლის ხანდაზმულ დედას. ყოველივეს შედეგად, თითქმის ერთი თვე გახლდით "შრომისუუნარობის ფურცელზე", ხოლო დედამ მიიღო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. მიუხედავად სამედიცინო მოცემულობებისა და მტკიცებითი საკმარისობისა - გამოძიების მიერ დღესაც არ ვართ ცნობილი დაზარალებულად, ხოლო თავდამსხმელს არ მინიჭებია "ბრალდებულის" სტატუსი.

დავამატებ იმას, რომ გარდა ზემოთთქმულისა, ყველაფერი კეთდება ჩემი კომპრომეტაციისათვის, რათა ყოველმხრივ ეჭვქვეშ დამაყენონ... ძნელია ყველაფრის თქმა...

ერთადერთი, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ღირსება და სახელი, პიროვნული და პროფესიული წესიერება. მატერიალური მხრივ წასართმევი არაფერი მაქვს, გარდა ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული ერთადერთი საცხოვრებელი სახლისა. ორივეს შეეხნენ, ორივეს წართმევას ცდილობენ და რა გავაწყო, აღარ ვიცი.

ზოგიერთებისაგან განსხვავებით, მე არავინ მყავს ხელისუფლებაში ისეთი, რომ დახმარებისთვის მიმემართა... სიმართლე გითხრათ, შესაძლოა მყავს კიდეც, მაგრამ არც ჩემს თავს ვაკადრე და არც მათ, რომ მიმემართა... განმკითხავიც არ გამოჩნდა ვინმე...

რაიონის პროკურორთან და პოლიციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებმა კი შედეგი არ გამოიღო. ა.წ. 11 ოქტომბერს განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს, (ყოფილ ადვოკატს) ბატონ არჩილ კბილაშვილს და ვაცნობე, რომ ჩემზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ მსურდა მეცნობებინა პირადად. მთავარმა პროკურორმა ჩემი პრობლემისადმი არავითარი ინტერესი არ გამოიჩინა, რეაგირება იყო ნულოვანი.

აქვე აღსანიშნავია, რომ დავით ახალაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩემზე ზეწოლა სასამართლო განხილვის კუთხითაც ხორციელდება: ა.წ. 29 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე, იხილებოდა რა მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა, აცილების ერთ–ერთ მოტივად, შესაბამისი დასაბუთებით დავასახელე მოსამართლის შეუსაბამობა სამოსამართლეო კრიტერიუმებთან.

აღნიშნული შეფასებითი მსჯელობის გამო მოსამართლემ "ჩემს მიერ სასამართლოსადმი გამოხატული უპატივცემულობის" მოტივით დამაჯარიმა სანქციის მაქსიმალური ოდენობით 500 ლარით. მიუხედავად მოთხოვნისა, მოსამართლემ არც ზეპირად და არც წერილობით არ განმიმარტა, თუ რაში გამოიხატებოდა ჩემი მხრივ სასამართლოსადმი უპატივცემულობა.

დაჯარიმების შესახებ მოსამართლის განკარგულება გავასაჩივრე დადგენილი წესით, თუმცა შედეგი ჩემთვის ცნობილი არ არის. ცხადია, ასეთი ქმედებები მიმართულია დამცველზე ზემოქმედებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვისაკენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ვერავითარი ზეწოლა და შანტაჟი ვერ ახდენს და ვერ მოახდენს გავლენას ჩემს მოქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებზე. ვინც მიცნობს, კარგად მოეხსენება, რომ ჩემზე ზეწოლა არ ჭრის, ღალატი არ მახასიათებს!

დავით ახალაიას ინტერესებს (ისევე როგორც სხვათა ინტერესებს) ვიცავდი და მომავალშიც დავიცავ მთელი ჩემი პიროვნელი და პროფესიული შესაძლებლობებით. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ წარდგენილ ბრალდებებში და მათ შორის "გირგვლიანის საქმეზე" დავით ახალაია გახლავთ სრულიად უდანაშაულო. მის მიმართ ბრალდება წარმოადგენს საზოგადოებისთვის გადაგდებულ "სატყუარას"!

მტკიცებულებათა ის მოცემულობა, რაც ე.წ. "გირგვლიანის" საქმეშია წარმოდგენილი შოკისმომგვრელია და საზოგადოება ყველაფერს მალე შეიტყობს! ვურჩევდი გამოძიებას, ნუ დახუჭავს თვალს აშკარა გარემოებებზე და რეალურად შეაფასოს ლევან ბუხაიძის როლი სანდრო (ალექსანდრე) გირგვლიანის მკვლელობის საქმეში.

ჩემზე ზეწოლა კი უნაყოფოა – სათქმელს ყოველთვის ვიტყვი, გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებ – რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს იგი!

დღეს განცხადებით მივმართავ საქართველოს ახლადდანიშნულ მთავარ პროკურორს. ვიმედოვნებ, რომ ჩემი მცდელობა ფუჭად არ ჩაივლის და მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილებები.

თუკი შემავიწროვებენ და ყოველივე უსაშველო შეიქნა, თუკი ჩემს სამშობლოში აღარ დამაყენებენ, დავით ახალაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, მივმართავ უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რათა მე და ჩემს ოჯახს მოგვცენ პოლიტიკური თავშესაფარი", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42