25-29 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ტრენინგი - „სასამართლო ექსპერტიზის როლი და შესაძლებლობები მართლმსაჯულების განხორციელებაში“ ჩატარდება. ტრენინგის ორგანიზატორები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და ამერიკის იურისტთა ასოციაცია არიან. პროექტის ფარგლებში სულ 83 ადვოკატი გაივლის ტრენინგს.
ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი ტრენინგის მონაწილეებს დაათვალიერებინებს ყველა ლაბორატორიას, მათ შორის: ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის ლაბორატორიას; ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ; კრიმინალისტიკური ექსპერტიზის; დნმ; ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის; ნარკოლოგიური ექსპერტიზისა და კვების ექსპერტიზის ლაბორატორიებს.
ტრენინგის ფარგლებში ადვოკატები მოისმენენ ლექციებს შემდეგ თემებზე:
· ბიოლოგიური ქსპერტიზის დეპარტამენტის საქმიანობა;
· კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმიანობა
· საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმიანობა;
· ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმიანობა;
· სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმიანობა;
· კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის საქმიანობა.
ყველა ლექციას იურისტებს ბიუროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი წაუკითხავს. ტრენინგის დასრულებისას ადვოკატებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყოველთვის ღიაა მსგავსი ინიციტივების განცხორციელებისთვის და მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა ჯგუფებისთვის ტრენინგის ჩატარებას, რათა საზოგადოებას უკეთ გააცნოს ბიუროს საქმიანობა და ხელი შეუწყოს ბიუროს კიდევ უფრო გამჭვირავალედ ფუნქციონირებას.
მასალის გამოყენების პირობები






