თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, უკრაინის მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისტორიას მხოლოდ მოსახლეობის უმრავლესობა არ ქმნის:
„ის, რაც უკრაინაში ახლა ხდება, ერთ რამეს ადასტურებს - ისტორიას ქმნის არა მოსახლეობის უმრავლესობა, არამედ მისი განათლებული, აქტიური და ორგანიზებული ნაწილი. ეს ნაწილი ახლა მთელი მსოფლიოს თვალში გმირობას ჩადის. მეორე (პრორუსული) ნაწილი კი, რომელიც შეიძლება უფრო მრავალრიცხოვანიცაა, მხოლოდ იმას ახერხებს, რომ ალტერნატიულ (მაგრამ ნაკლებად მასშტაბურ) მიტინგს მართავს, ჩხავის ევროინტეგრაცია და გაპიდარასტება არ გვინდაო და მსოფლიოს თვალში წარმოჩინდება ჰომოფობების სასაცილო ბრბოდ. მოკლედ, ჩამორჩენილი იმპერიის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღი განათლებაა!“, - წერს თორნიკე შარაშენიძე.
მასალის გამოყენების პირობები