7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:29, 06 Oct, 2020     2621

ვერძი

ვერძისთვის საკმაოდ აქტიური დღეა, თუმცა არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მეგობრებთან და მფარველებთან ურთიერთობაზე იმოქმედოს და ფინანსურადაც დაგაზარალოთ. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსა და გრანდიოზულ იდეებს, რომლებიც სიტუაციის რეალურად შეფასებაში ხელს შეგიშლიან.

კურო

ამ დღემ შეიძლება თქვენი მთელი წლის მდგომარეობა განსაზღვროს. პლანეტების განლაგება ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ნუ ელით, რომ თქვენს ნაცვლად, სხვა გააკეთებს და აიღეთ ყველაფერი საკუთარ ხელში. გაეცით განკარგულება, დარეკეთ, დაგეგმეთ. თქვენ ხომ სიტუაციის ბატონ-პატრონი ხართ?

ტყუპები

პატივმოყვარე ხართ და ცდილობთ, წარმატებას მიაღწიოთ. შესაძლოა, უფროსობამ თქვენი მონდომება დააფასოს. ერთობლივი ძალებით უეცრად შექმნილ პრობლემებს გაუმკლავდებით და საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი დარჩებით.

კირჩხიბი

თვის ბოლომდე ინვესტიციებში დაბრკოლებები არ იქნება, თუმცა შემდეგ მოსალოდნელია პრობლემები. მზად იყავით ბიუროკრატიული თავსატეხებისთვის. ეცადეთ, საკუთარ თავს პრობლემები არ შეუქმნათ და საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ.

ლომი

შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ მიზანს მიაღწიოთ, როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს ამის გაკეთება. ხელსაყრელი დღეა ინფორმაციაზე მუშაობისა და გამოცდილების გაცვლისთვის. ნაყოფიერად იმუშავეთ და კარგი დასვენება დაიმსახურეთ. კარგი მეხსიერება სწავლაში დაგეხმარებათ. ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას შეასრულებს.

ქალწული

როგორც წესი, სხვისი საქმეებით არასოდეს ინტერესდებით და ამასთანავე, ვერ იტანთ თქვენს საქმეებში ჩარევას და თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. გირჩევთ, სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. ეს პრობლემის ახლებურად დანახვაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ინტუიცია საჭირო კონტაქტების მოძებნასა და ამოცანების შესრულებაში დაგეხმარებათ. ნუ შეგეშინდებათ დამატებითი სამუშაოს აღების, რადგან ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.

მორიელი

ვარსკვლავები მოგცემენ შანსს, რომ საკუთარ მომავალს საძირკველი ჩაუყაროთ. თქვენი უახლოესი პერიოდის ამოცანაა მატერიალური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

მშვილდოსანი

დღის პირველ ნახევარში მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით პარტნიორების ფულსა და უფროსობის დახმარებას მიიღებთ. ამ დღეს თქვენი მომხიბვლელობა და სექსუალური პოტენციალი პიკზეა. შეგიძლიათ, თამამად მიმართოთ უფროსებს დახმარებისთვის, დაუნიშნოთ შეხვედრა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოღვაწეებს.

თხის რქა

შემოსავლის წყარო იგივე გაქვთ. შემოსავალს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობით, საჭირო კონტაქტების დამყარებით და ინფორმაციის გამოყენებით პოულობთ. იმის ცოდნა, რომ მიზანს მიაღწევთ, ყველაზე მეტად გჭირდებათ. ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს ზოგიერთი მერწყული საკუთარ თავში ხელოვნებისა და ზუსტი მეცნიერების ნიჭს აღმოაჩენს. მედიცინაში თავს გამოავლენთ, როგორც ბრწყინვალე დიაგნოსტი. თქვენ განუმეორებელი ადამიანი ხართ, მაგრამ საკუთარი ნიჭის განვითარების სწორი გზა უნდა შეარჩიოთ.

თევზები

პროტექციის წყალობით, შესაძლოა, სამსახურში პოზიცია გაიუმჯობესოთ. ახალი თანამდებობა მთლიანად შეცვლის თქვენი ცხოვრების სტილს. გირჩევთ, მფარველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადოთ, თორემ სანანებლად გაგიხდებათ საქმე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42