ლუკა სირაძის საქმე და გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატების სკანდალური განცხადება - გაგი მოსიაშვილის მტკიცებას, რომ "ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, არამედ ის იმ პერიოდში ნარკოტიკული ზემოქმედებების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ექსპერტიზით დადასტურდა", გარდაცვლილის ძმა პასუხობს.
ბექა სირაძის განცხადებით, მის ძმას გარდაცვალებამდე საავადმყოფოში ძლიერ გამაყუჩებელ პრეპარატებს უკეთებდნენ.
“არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია, ასეც რომ ყოფილიყო, ეს მისი საქმე არ არის. მისი საქმე ჩოლოიანის დაცვა იყო, მაგრამ ეს საქმე ჩაუვარდა და ახლა ჩემი ძმის სახელის გატეხვას ცდილობს. არსებობს ექსპერტიზის ორი დასკვნა, სისხლის ერთი ნიმუში აღებულია ასფალტიდან, რომელზეც ექსპერტიზა ცალსახად ამბობს, რომ ნარკოტიკის კვალი მასში არ არის, ხოლო მეორე უკვე არის საავადმყოფოში აღებული სისხლის ნიმუში. საავადმყოფოში, რა თქმა უნდა მას მიღებული ჰქონდა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.
გაუგებარია რა კავშირი აქვს ამ ესპერტიზას ჩოლოიანის განაჩენთან. მარიანა ჩოლოიანს ბრალი არ აქვს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის წარდგენილი. მოსამართლემ მასთან მიმართებით განაჩენი გამოიტანა ჩვენების იძულების საქმეზე, რასაც შენობიდან გადმოვარდნის მიზეზთან არ აქვს არანაირი კავშირი,” – განაცხადა ბექა სირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






