როგორ შეუძლია „კერხერის“ მტვერსასრუტს დაგვიცვას ალერგიისაგან
ეს საინტერესოა - 10:38, 25 Nov, 2013     2776

მტვერსასრუტი – ყველასათვის კარგად ნაცნობი საყოფაცხოვრებო ნივთია. ალბათ ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია მტვერსასრუტის მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება. ესენია ძირითადად: შესრუტვის მაღალი სიმძლავრე, ხმაურის დაბალი დონე, დაბალი ღირებულება და, რათქმა უნდა, მოსახერხებულობა.

თუმცა, ალბათ, ნებისმიერი დიასახლისის მთავარი საზრუნავი, ოჯახის წევრების ჯანმრთელობაა. მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაცია, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ალერგიის დაავადებული ადამიანების რიცხვის მკვეთრ ზრდას აღნიშნავს. განსაკუთრებით, ალერგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევები ახალშობილებში გახშირდა.

მთელმა რიგმა კვლევებმა ცხადყო, რომ ჩვეულებრივი სახლის მტვერი საკმაოდ ალერგენული მასაა, რადგან, მასში ალერგიის გამომწვევი ძირითადი მიკროსპორები და მიკროორგანიზმები  დიდი რაოდენობით ილექება. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ეროპაში დიასახლისები, პირველ რიგში, მტვერსასრუტის ჰიპოალერგენულობას აქცევენ ყურადღებას.

თანამედროვე მტვერსასრუტებს, მტვრის შემგროვებელი ერთჯერადი ტომრები გააჩნიათ. ამ ტომრების გამოყენების უპირატესობა სპეციალური ჩამკეტი სარქველის არსებობაში მდგომარეობს. იგი, ტომრის გამოცვლისას, მტვრის ნაწილაკების ჰაერში გაბნევას გამორიცხავს.

რეკომენდირებულია, ტომრის შეცვლა ყოველი დალაგების შემდგომ. ერჯერადი ტომრის უპირატესობა მრავალჯერადთან შედარებით სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მრავალჯერადი ტომრის დაცლისას, ადამიანს აქვს კონტაქტი მტვერთან და, შესაბამისად, ალერგენულ ნაწილაკებთან, ხოლო ერთჯერადი ტომრების გამოყენებისას ეს კონტაქტი მინიმუმამდე დადის.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ევროპაში მტვერსასრუტებს წყლის ფილტრაციით სულ უფრო მეტი დიასახლისი ენდობა. დალაგებისას, მტვრის ძირითად ნაწილს სწორედ წყლის ფილტრი იკავებს, შემდეგ კი მტვერასრუტში ჩასხმული წყალი იღვრება, შესაბამისად მტვერთან კონტაქტი სრულიად გამორიცხულია დალაგების ყველა ეტაპზე. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ საყოფაცხოვრებო მტვერში შემავალი ალერგენული ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ მათი სრულიად შეკავება წყლის ფილტრსაც კი არ შეუძლია.

ამიტომაც, ალერგენული ნაწილაკების შესაკავებლად, ჰიპოალერგენულ მტვერსასრუტს აუცილებლივ უნდა გააჩნდეს S-კლასის HEPA-ფილტრი. სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი, იაფფასიანი მტვერსასრუტების უმრავლესობას აღნიშნული ფილტრი არ გააჩნია.

მათგან განსხვავებით, "კერხერის" ჰიპოალერგენულ მტვერსასრუტებში არსებულ HEPA-ფილტრებს, 0,3 მიკრონის ჩათვლით ზომის ალერგენული ნაწილაკების 99,97%  შეკავება შეუძლიათ.

ყველა ცნობილი მიკროალერგენი, რომელიც მიკრონაწილაკის სახით არსებობს, მტვერსასრუტში რჩება! "კერხერის" საყოფაცხოვრებო ხაზის მტვერსასრუტების შექმნისას, ინჟინრები და დიზაინერები სიმძლავრის და ხარისხის გარდა, ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ სწორედ ჰიპოალერგენურობასა და მომხამრებელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

დიასახლისის არჩევანზეა დამოკიდებული მტვერსასრუტის სიმძლავრე და დიზაინი, მაგრამ თუ ის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს და, შესაბამისად, ჰიპოალერგენულ მტვერსასრუტს არჩევს, დიასახლისმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: ჰიპოალერგენულ მტვერსასრუტს, ერთჯერადი შემგროვებელი ტომარა, ან უმჯობესია წყლის ფილტრი, და, რაც მთავარია, HEPA ფილტრი უნდა გააჩნდეს, როგორც "კერხერის" თანამედროვე ჰიპოალერგენულ მტვერსასრუტებს. 

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42