ლვოვში, ქართველ მომღერალ ოთარ ნემსაძეს, სავარაუდოდ ულტრამემარჯვენეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა უკრაინელმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც განსხვავებული სიმბოლიკები ეჭირათ და ნაცისტურ ლოზუნგებს სკაბდირებდნენ, ქალაქის ცენტრში მარშით ჩაიარეს.
ღამის საათებში ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები, აცხადებდნენ, რომ მსვლელობას „გოლოდომორის“ მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად აწყობდნენ. თუმცა, მათ კელტური ჯვრებით გაფორმებული, ასევე უკრაინისა და საბერძნეთის დროშები ეჭირათ, ერთ-ერთ ბანერზე კი იყო წარწერა: „Ukrainian Brotherhood“.
„უკრაინა მხოლოდ უკრაინელებისთვის!“ და ნაცისტური მისალმება ამ მარშის თანმხლები ატრიბუტები იყო.
მარშის მონაწილეებმა სამი ებრაელი ტურისტი და ქართველი მომღერალი ოთო ნემსაძე სცემეს. ისინი ულტრამემარჯვენე ახალგაზრდებმა ეთნიკური ნიშნით გამოარჩიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






