ბერშუეთში ოსი ეროვნების მოქალაქეები ადგილობრივი ქართველის მიწას ამუშავებდნენ
საზოგადოება - 19:29, 24 Nov, 2013     2309

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, რამდენიმე საათის წინ ოსი ეროვნების პირებმა სოფელ ბერშუეთის მკვიდრის, გიორგი ხოდელის მიწის ნაკვეთის, დაახლოებით 32 ჰექტარი ტერიტორიის დამუშავება დაიწყეს.

აღნიშნული ფაქტი თვითმხილველებმა ხოდელს შეატყობინეს. ბერშუეთის მკვიდრმა მათ აუხსნა, რომ მათ არ აქვთ ამ მიწის ფართობის დამუშავების უფლება, რადგან ეს ტერიტორია მის მფლობელობაში შედის, რის შემდეგაც ოსმა მოქალაქეებმა სამუშაოები მიატოვეს.

მათ ორი ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება შეძლეს, თუმცა, ხოდელი ვარაუდობს, რომ მსგავსი ქმედებები ხვალ კვლავ გაგრძელდება და სეპარატისტები აღნიშნულ მიწასაც მიითვისებენ.

გიორგი ხოდელის ტერიტორიაზე გამოჩენილი ოსი სეპარატისტები ხოდელთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ ისინი სოფელ წინაგარიდან გამოგზავნეს. აღსანიშნავია, რომ წინაგარი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ხოდელმა აღნიშნული ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეატყობინა.

გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე ჩასვლას ხვალ გეგმავენ. ბერშუეთის რწმუნებული „ნიუპოსტთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ გიორგი ხოდელის მიწის ფართობი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაში შედის და ოკუპანტებსსა და სეპარატისტებს მასზე არავითარი ძალაუფლება არ აქვთ.

გიორგი ახალკაცი, „ნიუპოსტი“, გორი.

შენიშვნა: ფოტო გადაღებულია სოფელ დვანში და გამოყენებულია ფოტოილუსტრაციის სახით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42