ე.წ. ხურჩის ტერაქტის „გამოძიების ვერსიის“ მოწმემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა
საზოგადოება - 18:32, 24 Nov, 2013     3550

საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ალექსანდრე დანელია, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, ე.წ. ხურჩის ტერაქტის გამოძიებაში ბრალდების სასაგრებლო ჩვენება მისცა. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ალექსანდრე დანელია, დაკავებული რომან შამათავას (კუდ-ის ფახაზეთის განყოფილების უფროსი) მოადგილედ მუშაობდა, ბოლოს კი ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს, - ამის სესახებ ‘ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

რომეო საჯაია, რომელიც ადრე პროკურატურაში მუშაობდა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამსახური დემონსტრაციულად დატოვა, აცხადებს, რომ გარდაცვლილი ახლობლებთან ზეწოლაზე საუბრობდა:

„ალექსანდრე დანელიას ბევრგან აქვს ახლობლებისთვის ნათქვამი, რომ ჩვენება სეპარატისტების სასარგებლოდ მიაცემინეს და ამატებდა, თუ კიდევ უფრო მეტის მოთხოვნა გააგრძელეს, რასაც აპირებენ, თავს არ ვიცოცხლებო“.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, ე.წ. ხურჩის ტერაქტი არა აფხაზი სეპარატისტების, არამედ ქართული მხარის, კერძოდ, კუდ-ის მაღალჩინოსნების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული.

ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. საქმე ეხება, 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აფეთქდა ორი სამგზავრო ავტომობილი და დაიჭრა ერთი მოქალაქე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42