„ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობას ახალგაზრდების დასაქმებისთვის რეკომენდაციით მიმართავს
საზოგადოება - 17:21, 24 Nov, 2013     2246

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს და გამოდის ინიციატივით, საქართველოს შრომის კოდექსში მორიგი ცვლილებების დროს, გათვალისწინებულ იქნეს ახალგაზრდების შრომითი უფლებები, ამ მიმართულებით კი სახელმწიფომ შექმნას სტუდენტთა დასაქმების ერთიანი სისტემა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს ახალგაზრდების შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის იურისტმა ნინო ისაკაძემ განაცხადა, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს სტუდენტთა მიერ დახარჯული ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსების არასათანადოდ ანაზღაურებას. ნინო ისაკაძის თქმით, დამსაქმებლებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა სტუდენტთა თუნდაც დროებით დასაქმებაზე. შრომის კოდექსში გათვალისწინებული უნდა იქნეს ახალგაზრდების სრულფასოვნად დასაქმებისა და ხელშეწყობის საკითხები. ორგანიზაციას მაგალითად ამერიკის შეერთხებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობა მოჰყავს და მიუთითებს, რომ ამერიკაში საკანონმდებლო დონეზეა გათვალისწინებული სტუდენტთა სამუშაო დრო, რაც გულისხმობს, მაქსიმუმ კვირაში 15 საათს და დასაქმებული სტუდენტის ანაზღაურების მინიმუმი ზღვარი 7,25 დოლარს შეადგენს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, საქართველოშიც უნდა შეიქმნას შრომითი რესურსების გამოყენების ეფექტური მექანიზმი. დამსაქმებლებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა სტუდენტთა, თუნდაც დროებით დასაქმებაზე. შრომის კოდექსმა უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდების სრულფასოვნად დასაქმებისა და ხელშეწყობის საკითხები, რადგანაც შრომით ბაზარზე, აშკარა დეფიციტს წარმოადგენს, როგორც სტუდენტების სასწავლო ინტერესთან შესაბამისობაში, ასევე ზოგადი ხასიათის ნახევარ-განაკვეთიანი სამუშაოები. არსებული რეალობით, არც შრომის კოდექსში და არც სხვა სამართლებრივ აქტებში, ახალგაზრდების შრომითი უფლებების დაცვა, არ არის უზრუნველყოფილი. არ არსებობს სტუდენტთა დასაქმების ერთიანი მექანიზმი, რომელიც სტუდენტებს სწავლის პარალელურად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემდა.

 

,,ახალგაზრდა ადვოკატები’’ საკითხთან მიმართებით რამდენიმე პრობლემატურ საკითხს გამოყოფს. კერძოდ:

•             მხედველობაში იღებს, შრომით ბაზარზე არსებული ნახევარგანაკვეთიანი ვაკანსიების/სამუშაო ადგილების ნაკლებობას, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში;

•             მიუთითებს, რომ  საქართველოში არ არსებობს სტუდენტთა  დასაქმების ერთიანი სისტემა;

•             მხედველობაში იღებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსში და სხვა საკანონმდებლო აქტებში, გათვალისწინებული არ არის სტუდენტთა  შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების დაცვის გარანტიები;

 

,,ახალგაზრდა ადვოკატები’’ რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას და საკითხის საკანონმდებლო დარეგულირებისთვის სთავაზობს ახალგაზრდების დასაქმებისთვის კომპლექსურ წინადადებებს. ორგანიზაცია, ამ მიმართულებით, სხვადასხვა კანონში თუ სამინისტროს მიმართ წინადადებების პაკეტს მოამზადებს.

 

1.            სახელმწიფო სექტორში გაიზარდოს ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოების რაოდენობა;

2.            დაიწყოს მსჯელობა, თუ რამდენად შესაძლებელია, სახელმწიფომ სტუდენტების დასაქმების შემთხვევაში, კერძო სექტორს შეუმციროს მოგების ან საშემოსავლო გადასახადი

3.            შეიქმნას სამუშაოს მაძიებელ სტუდენტთა ცალკე ბაზა, საიდანც მოხდება სტუდენტების დასაქმება, როგორც დროებით, ასევე გრძელვადიან სამუშაო ადგილებზე.

4.            განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტ პორტალის შექმნას, სადაც განთავსდება: ნახევარგანაკვეთიანი ვაკანსიები სტუდენტებისთვის, ანკეტა, სადაც აღწერილი იქნება სტუდენტთა განათლება, გამოცდილება და სხვა მახასიათებლები;

5.            საკანონმდებლო დონეზე, დაიწყოს მსჯელობა, სტუდენტთა მიერ გაწეული შრომის საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვარის შემოღებისა და სტუდენტის მიერ ყოველკვირეულად შესრულებული სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

6.            დაიწყოს მსჯელობა, რათა უმაღლესი სასწავლებლებში შემოღებულ იქნეს კარიერის მართვის სამსახური, როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც მთლიანად იქნება ორიენტირებული სტუდენტთა დასაქმების საკითხებზე, რადგანაც უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს კარიერის მართვის სამსახურების სიმცირე და მათი ნაკლებ ეფექტური მუშაობა.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42