24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება - 11:26, 24 Nov, 2013     3466

ვერძი - დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ყველაფერში არ დაგეთანხმებიან. ახლობლები მეტად კრიტიკულად მიუდგებიან თქვენს ჩანაფიქრებს, ნეგატიურად აღიქვამენ თქვენს შეხედულებას ან ქცევის მანერას. აპრილის შუა რიცხვებში დაბადებულებმა შეგნებულად უნდა შეზღუდონ მოთხოვნილებები და უფრო მკაცრად უნდა შეაფასონ მოქმედების სტილი.

კურო - დღეს უარი თქვით დამღლელ და ხანგრძლივ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. მოგეწონებათ დროებითი განმარტოების ან ასკეტიზმის იდეა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას ზედმიწევნით დაიცავით მკურნალი ექიმის დანიშნულება. გაცივდება ნათესავებთან ურთიერთობა, მოსალოდნელია მათთან უთანხმოება ან იძულებითი განშორება.

ტყუპები - დღეს წარსული დაგიბრუნდებათ, ხოლო მომავალი მიუწვდომელი და არარეალური მოგეჩვენებათ. დღეს დანიშნული ღონისძიება მოულოდნელად ჩაიშლება ან განსხვავებულ რეჟიმში ჩაივლის. მოგიწევთ ძველ გეგმებთან ან განშორებულ ადამიანებთან დაბრუნება.

კირჩხიბი - ჭარბი იმპულსურობა და სიჯიუტე მეტად საზიანო იქნება, ხოლო დამატებით არახელსაყრელ გარემოში კი გამოიწვევს გადაღლილობას ან ავადმყოფობას. შეეგუეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული გეგმები მარცხს განიცდის.

ლომი - თავი შეიკავეთ შორეული მოგზაურობისგან, რადგან ის ნაკლებად კომფორტული იქნება. ასევე შეუფერებელი დღეა სულიერ თანამოაზრეებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის. ადამიანი, რომლისგანაც თქვენს პრინციპებზე დათანხმებას ელოდებით, მოულოდნელად ეჭვქვეშ დააყენებს ან დასცინებს მათ. გამოსასვლელი დღეების დაგეგმვისას შემოიფარგლეთ საიმედო მეგობრების წრეში დასვენებით, რათა დასვენება არ გართულდეს.

ქალწული - შეუფერებელი დღეა ახალი წამოწყებების და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. გამოსასვლელი დღის პროგრამიდან გამორიცხეთ დასვენების ექსტრემალური სახეები, აზარტული თამაშები და შემთხვევითი სექსუალური თავგადასავალი. გარშემო შემოიკრიბეთ სანდო ადამიანები, რომლებსაც თავისუფლად გაუზიარებთ საიდუმლოს.

სასწორი - თუ გაღიზიანებთ სხვა ადამიანის საქციელი, ეცადეთ მისი სიტყვები და საქციელი ნაკლებად კრიტიკულად შეაფასოთ. კამათი არ დაგეხმარებათ ურთიერთობის გარკვევაში. თანამოსაუბრე თავს აარიდებს კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას ან თქვენთან ურთიერთობას, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. თქვენ ურთიერთობას სჭირდება დროებითი პაუზა, რათა წარმატებულად გადაერთოთ ურთიერთობის მოძველებული სტილიდან.

ღრიანკალი - დღეს არ გასცეთ ზედმეტად თამამი დაპირება, რადგან თქვენს მიერ გაწეული დახმარება არცთუ სასარგებლო აღმოჩნდება, რის გამოც რეპუტაცია შეგელახებათ. გადაუდებელი დავალების მოგვარებისას დროის ან ხელსაყრელი პირობების ნაკლებობა გექნებათ. დასვენებისთვის აირჩიეთ ნაცნობი ადგილები, ასევე განტვირთვის საუკეთესო მეთოდები.

მშვილდოსანი - დღეს უადგილო იქნება სწრაფვა ნებისმიერ ფასად გამარჯვების მიღწევისკენ. მოძებნეთ კომპრომისი, მათ შორის, აზარტულ თამაშებში და სასიყვარულო ურთიერთობაში. სასურველი იქნება სასიყვარულო საქმეების განსხვავებულად დანახვა. გამოიჩინეთ სიფრთხილე სპორტული ვარჯიშისას. დეკემბრის შუა რიცხვებში დაბადებულები უნდა მოერიდონ ტყუილს, ნერვიულობას, არათანმიმდევრულობას.

თხის რქა - დღეს არ მოგეწონებათ ოჯახის რომელიმე წევრის საქციელი ან ზოგადი ატმოსფერო სახლში. არ გექნებათ აუცილებელი წესრიგი ან კომფორტი, ასევე ჩვეული ნივთები ან შესაძლებლობა. იანვრის შუა რიცხვებში დაბადებულები უნდა მოერიდონ სტრესებს და გაცივებას. თქვენთვის დამამშვიდებელი იქნება ძველ ნაცნობებთან საუბარი ან მიმოწერა.

მერწყული - ნაკლებად შესაფერისი მომენტია მოლაპარაკების, ერთობლივი გასეირნების, მოკლე მოგზაურობისთვის, ასევე ახალი ნაცნობობისთვის. დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება სხვა პირობებში ან გადაიდება. გზაში მოსალოდნელია კურიოზები, დაბნეულობა, ილუზიები, ტყუილი. საჭირო ინფორმაციის ძიებისას მზად იქნებით ინფორმაციის ძველ წყაროებთან დაბრუნებისთვის.

თევზები - დღეს საკმაო სივრცე გექნებათ აქტიური საქმიანობისთვის და გასული მოვლენების გადახედვისთვის. კონცენტრირება გააკეთეთ საქმეებზე, რომელიც დაკავშირებულია სწავლასთან, ურთიერთობებთან, გადაადგილებასთან. ეს მეტად აქტუალურია მარტის შუა რიცხვებში დაბადებულებისთვის. შესაძლოა, დრო არ გეყოთ გულწრფელი საუბრისთვის ან სადმე გამგზავრებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42