იმედი გვაქვს, რომ არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს - სტონტელბერგი
პოლიტიკა - 21:16, 29 Sep, 2020     993

გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს პარტნიორობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოში გასატარებელი რეფორმების საკითხები:

"საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. თქვენ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეგაქვს სხვადასხვა გზით, მათ შორის ავღანეთში ნატოს საწვრთნელ მისიებში მონაწილეობით.

დღევანდელი შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და ნატოს ახლო თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. მიმდინარე წელს მოკავშირეები პარტნიორობის გაძლიერებაზე შევთანხმდით. ეს მოიცავს მეტი საჰაერო რადარების მონაცემების გაზიარებას, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივად მუშაობასა და ასევე, ერთობლივ წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს ძალები.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს რეფორმებში. თქვენმა ქვეყანამ უკვე კარგი პროგრესი გვანახა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში და დემოკრატიის გაძლიერებაში. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ნატოსთან დაახლოების შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება და წევრობისათვის მზადება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი თვის არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის...

...მე ხაზი გავუსვი სასამართლო რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას და ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ უშიშროების სამსახურებზე იყოს სრული დემოკრატიული ზედამხედველობა". – თქვა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42