ცესკოს განცხადება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 18:07, 29 Sep, 2020     877

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ ძალადობისა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ყველამ მედია სივრცეში გავრცელებული კადრებით ვიხილეთ.

სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა; ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, სრული შესაძლებლობა აქვთ მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ფორმებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი.

ამასთანავე, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მხრიდან ჩატარდეს დროული მოკვლევა აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

დამატებით, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ის ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება, ვინაიდან ყველა წევრთან ხორციელდებოდა მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე (ტელეფონის ნომრებზე) დაკავშირება. მათგან რამდენიმე არ გამოცხადდა სხდომაზე და რამდენიმესთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, მათ შორის შეუსაბამო ტელეფონის ნომრის მითითების გამო. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა 26-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის სხდომებში, მათი გარკვეული რაოდენობა, როგორც უხუცესი წევრი, თავმჯდომარეობდა სხდომებს. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აქტი, პირველი სხდომების მოწვევისთანავე, საჯაროდ გამოქვეყნებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42