წულუკიანი სკანდალში ეხვევა - საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი რუსულ ციხეში წამებისა და დამცირების მსხვერპლია
პოლიტიკა - 13:12, 29 Sep, 2020     1982
საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი წამების მსხვერპლია. ჰაკერი, რომელმაც თავის დროზე რუსეთის ხელისუფლებას გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა, შემდეგ კი წულუკიანმა ისევ რუსეთს გადასცა, ახლა არაადამიანურ წამებას ყოველდღიურად იტანს.

ტვ პირველისთვის გაგზავნილ 16 გვერდიან წერილში ის დეტალურად აღწერს იმ შეურაცხყოფაზე, დამცირებასა და წამებაზე, რასაც რუსი სამართალდამცველები მასთან მიმართებაში სჩადიან.

წერილის შინაარსი საკმაოდ მძიმეა - სუმბაევი საუბრობს ელექტროშოკით საათობრივ წამებაზე, გაშიშვლებქაზე, ფიზიკურ ზეწოლასა და ფსიქოლოგიურ ტერორზე, ოჯახის მიმართ მუქარაზე.

რუსი ჰაკერი აცხადებს, რომ სამართალდამცველები მას აიძულებენ, გამომძიებელ შიშკინას მკვლელობა აღიაროს.

ამ მძიმე ფაქტს საქართველოში მისი უფლებადამცველი გამოეხმაურა. ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ სუმბაევის ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგდების გამო პასუხი საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. წულუკიანმა ვერ შეაფასა ვითარება, ვერ აღიქვა საფრთხეები და რუსეთის არაფორმალურ პირობას ენდო:

„სუმბაევი თავად მიუთითებს, რომ მის მიმართ არაერთხელ განხორციელებულა და რეგულარული ხასიათი აქვს დამამცირებელ მოპყრობას, კერძოდ, მას რეგულარულად აშიშვლებენ, ყოველდღიურად ჩხრეკენ, ყოველდღიურად ხდება მისი დამცირება, შეურაცხყოფა გამომძიებლების მხრიდან, ხდება მასზე ზეწოლა ელექტროშოკის გამოყენებით, ემუქრებიან შვილის ბავშვთა სახლში გაშვებით. არა ერთხელ მივმართეთ იუსტიციის მინისტრს და არც ერთ წერილზე მან პასუხი არ გაგვცა, უფრო მეტიც - რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულია დამატებითი მოთხოვნა, რომ სუმბაევს ბრალი წაუყენონ გამომძიებლის მოკვლის ორგანიზებისთვის. ეს თხოვნა თუ დაკმაყოფილდება წულუკიანის მიერ, იაროსლავს ემუქრება სიკვდილით დასჯა“ - განაცხადა ნორაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ სუმბაევის ექსტრადირება რამდენიმე თვის წინ იუსტიციის მინისტრის პირადი გადაწყვეტილების მოხდა. მაშინ წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ ექსტრადირების შემთხვევაში მისი უფლებები სრულიად დაცული იქნებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42