გავბედოთ და საქართველო დავაყენოთ ფუნდამენტალური ცვლილებების გზაზე, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ანომალიურ ივანიშვილიზმს - არმაზ ახვლედიანი
პოლიტიკა - 13:58, 29 Sep, 2020     666

ევროპულმა საქართველომ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა.

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ევროპულმა საქართველომ გაიაზრა წარსულის ყველა შეცდომა და კომპეტენტური, მცოდენ და ქვეყნის მოყვარული გუნდით მზად არის დაასრულოს ივანიშვილიზმი და მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები.

„იმ პოლიტიკაში, რომლისთვისაც ჩვენ ვერთიანდებით, რომლისთვისაც გვინდა თავის მიძღვნა, რომლისთვისაც მზად ვართ მენტალურად შევეწიროთ ბრძოლას და საქართველოს. საათი კი მიჩვენებს, რომ ჩემი დრო არის განსაზღრული. დრო რომ განსაზღვრულია, როცა ეს იცის პოლიტიკოსმა ეს ნიშნავს იმას, რომ ის დაუშვებს ნაკლებ შეცდომას. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაზღვრულ დროში ის მოინდომებს ფუნდამენტური სასიკეთო ცვლილებების სისტემის შექმნას ქვეყანაში, რაც გამორიცხავს მისი ხელისუფლებიდან, მისი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში რაიმე სახის ანომალიურ გადახრებს. გამორიცხავს იმასაც, რომ მას განსჯიდეს პოლიტიკური ნიშნით მომდევნო ხელისუფლება, არამედ ყველა იქნება დარწმუნებული, რომ იარსებებს დამოუკიდებელი სასამართლო, ფუნდამენტი ყველა ფუნდამენტისა, რომელიც განსაზღვრავს ვის რა ბრალი მიუძღვის, მაგრამ დავუბრუნდეთ პოლიტიკას.

ბედნიერებაა, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ სხვათა და საკუთარ შეცდომებს. ყოველთვის გამიმარჯვია, როცა მიფიქრია ჩემს საკუთარ შეცდომებზე, სხვების შეცდომებზე. არ დამავიწყდება, როცა 25 წლისა, დავემშვიდობე ასლან აბაშიძის ოფისს დაპირისპირებით, წინააღმდეგობით. მაშინ ერთმა ჩემმა უცხოელმა მეგობარმა ასეთი რამ მითხრა : შენ ახლა იცი როგორ არ უნდა იმუშაო. დიახ, ეს ასეა. ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც გეუბნება, რომ უნდა გაითვალისწინო შენი შეცდომები, რომ სხვებმაც არ გაიმეორონ მსგავსი შეცდომეი.

ჩემთვის ‘’ევროპული საქართველო’’ მხოლოდ სახელწოდება არ არის პარტიის. ეს არის ამოსავალი წერტილი საქართველოსთვის. ვინაიდან, საქართველო მე წარმომიდგენია მხოლოდ ევროპული. საქართველო სადაც ბათუმში ჩაბეტონებას ვერავინ ვერ ბედავს, სადაც კორუფციის ჭაობი არ არსებობს, სადაც ნეპოტიზმი არ ვიცით რას ნიშნავს იმიტომ რომ ის პრაქტიკაში არ არსებობს. ევროპული საქართველო ჩემთვის ნიშნავს იმას, განსხვავებითი ანომალიური პროცესისგან, რაც დღეს არის საქართველოს მთაში და ბარში, მაგალითად უნიკალურ კურორტებზე ბახმაროში და გომის მთაზე,სადაც ხელისუფლების წაქეზებით, კორუფციული სქემის ამოქმედებით, ადამიანები ჯიჯგნიან სახელმწიფო მიწას, იტაცებენ და შავრაზმელი წულუკიანი თავს უფლებას აძლევს, რომ ყველაფერს ამას დაუსვას სახელმწიფოს ბეჭედი და უთხრას იმათ, ვინც მიიტაცა, რომ ყველაფერი შერჩებათ, ყველაფერი გაუფორმდებათ. ეს რომ დასრულოდეს, ეს რომ აღარასოდეს განმეორდეს, ბათუმი რომ იყოს, როგორც აი, ეს ფანტასტიკური სივრცე, ბუნებრივად ოაზისი და ყოველი მერის, სუსის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თუ რომელიმე მორიგი ივანიშვილის და ივანიშვილიზმის მიმდევრის საჯილდაო ქვად არ გახდეს ამისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლიანი წესრიგი. სამართლიან წესრიგს კი მეგობრებო, შინაგანი დემოკრატიული კულტურის ადამიანები თუ დაამყარებენ მხოლოდ. მე მწამს, რომ ეს არის ქართველი ხალხის შეკვეთა.

შეიძლება საკმაოდ რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა. უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც დღეს საბიუჯეტო სივრცეში მუშაობს და არის დამონებული ივანიშვილიზმს. უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები. მე რომ მეკითხებიან ვის ხმებს ელოდები ბათუმში, მე უპირველესად ოცნების მხარდამჭერების ხმებს ველოდები იმიტომ რომ ამ ადამიანებს არავისზე ნაკლებად არ აქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს ივანიშვილის მარწუხებში ჩავარდნილი საქართველო. მე ნახევარი წუთი დამრჩა. რა ბედნიერებაა იმის შეგრძნება, როცა აკვირდები დროს, როცა აკვირდები შენთვის განსაზღვრულ მანდატს, როცა ხვდები რომ ასობით, ათასობით, ათიათასობით სხვა მოქალაქე შენზე უკეთესია, შენზე ღირსეულია უბრალოდ, შენ ახლა შეგიძლია გაბედო.

მეგობრებო მოდით ახლა ერთად გავბედოთ და საქართველო დავაყენოთ ფუნდამენტალური ცვლილებების გზაზე, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ანომალიურ ივანიშვილიზმს, რომელიც იმავდროულად არ დაუშვებს ადამიანის ღირსების შელახვას, რომლისთვისაც უდანაშაულობის პრეზუმფცია არის უმთავრესი და სამართლის უზენაესობა განმსაზღვრელი. მოგიწოდებთ, რომ ვიცხოვროთ, ვიშრომოთ, თავგანწირვით სწორედ ამ იდეით, ამ აზრით, ამ საქმით. ყველას მადლობა, გაბედული გადაწყვეტილებისთვის, რომ ვიდგეთ ყველაზე უფრო მწვავე ოპოზიციურ ფრონტზე საქართველოს სასიკეთოდ“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42