ოცნების დეპუტატი საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
პოლიტიკა - 13:50, 29 Sep, 2020     1692

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს.

როგორც არველაძემ პარლმენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს, რათა არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს. შემდეგ კი სიტუაციის შესაბამისად განისაზღვროს აღდგეს თუ არა.

„ვფიქრობ, უკეთესო იქნებოდა არ გაუქმებულიყო საგანგებო მდგომარეობა და შენარჩუნებულიყო კომენდანტის საათი, ვთქვათ, 22:00-დან 7:00 საათამდე ისეთი შეზღუდვებით, რომლის დროსაც ბიზნესის ზიანი მინიმალური იქნებოდა. არადა, ჩვენ გვახსოვს, რომ მარტში, როცა მაქსიმალურად 9 პირი სნეულდებოდა დღეში, შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა, ახლა კი სექტემბერში, სამჯერ მეტი დაინფიცირდა, ვიდრე თებერვალ-აგვისტოში მთლიანობაში. დღეისთვის დაავადებულთა დაოდენობა 13-ჯერ აღემატება იმას, რაც პირველი სექტემბრისთვის იყო. სექტემბრამდე სულ გარდაცვლილი იყო 19 ადამიანი, სექტემბერში კი 13 ადამიანი გარდაიცვალა. მდგომარეობა შემაშფოთებელია და მიმაჩნია, რომ კვლავ უნდა იქნას შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ისეთი შეზღუდვებით, რომელიც არ დააზარალებს ან ძალზე მცირედ დააზარალებს ბიზნესს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს ეს საგანგებო მდგომარეობა, რათა არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს, შემდეგ სიტუაციის შესაბამისად ისევ აღდგეს ან არა. ვფიქრობ, არ უნდა დაველოდოთ როდის გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობის პროპორციულად სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემი აზრია და არ გახლავთ მმართველი გუნდის აზრი“, - განაცხადა არველაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42