"ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე გუნდი დგას აქ"- გიგი უგულავა
პოლიტიკა - 13:38, 29 Sep, 2020     1043

ევროპულმა საქართველომ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ამ ცვლილებებს მოიტანს გუნდი, რომელსაც აქვს კომპეტენცია, იაზრებს წარსულს და მის შეცდომებს. უგულავამ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი გუნდია ევროპული საქართველო, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ყველა ოლქში აბსოლუტურად განსხვავებული და ამავე დროს საერთო კამპანია გვაქვს, ფოკუსირებული გარდამტეხ ცვლილებებზე. ამავე დროს ყველას აქვს განსხვავებული და ინდივიდუალური კამპანია. სწორედ ეს არის გუნდის მარილი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ვინ არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე და რა არის „ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა“, გეტყვით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეები არ არიან ადამიანები, „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა იყო ის, რომ ხალხმა უარი თქვა კორუფციაზე, სახელმწიფოს არარსებობაზე, ნეპოტიზმსა და საბჭოთა კავშირის გადმონაშთზე ჩვენს ქვეყანაში.

ამ თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრეობა არის რეფორმები, რომელმაც ეკონომიკა ფეხზე დააყენა და დღემდე 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ანგრევს, დახუნძლა უაზრო პარაზიტული რეგულაციებით, მაგრამ მაინც ვერ დაახრჩო და თუ რამე არსებობს დღეს, სწორედ ამ რეფორმების შედეგია. ყველა რეფორმას სჭირდება გუნდი, იმ ცვლილებებს, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სჭირდება გუნდი, გამოცდილება და ცოდნა და „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე გუნდი დგას აქ, იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კორუფცია, უაზრო ბიუროკრატია.

ეს გუნდი სჭირდება დღეს საქართველოს, რადგან ხვალ საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ცვლილებებს სჭირდება კომპეტენციაც, წარსულის გააზრებაც, შეცდომის აღიარებაც და იქ, სადაც ჩვენ ოდესმე მიგვიღწევია, ყოველთვის ვიცით, რომ არასდროს უნდა მოვითხოვოთ მადლობა და სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში. სწორედ ეს არის გუნდის სიძლიერე, იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ პარლამენტზე, რომელმაც უნდა მიიღოს კანონი, ამას სჭირდება გუნდი. პარლამენტი არ არის არც სპორტდარბაზი და არც ფილარმონია, პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა მოემსახურო. 4 წლის ვადით ჩაირთო წამზომი და ეს წამზომი გვავალდებულებს ჩვენ, რომ დავწიოთ გადასახადები, შევამციროთ ბიუროკრატიის ხარჯი, გავაძლიეროთ სასამართლო. მართლმსაჯულება და კრიმინალთან ბრძოლა არასდროს აღარ უნდა იყოს ადამიანის უფლებების ხარჯზე და ამას სჭირდება ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება და ის, რაც დღეს საქართველოში სწორედ „ევროპულ საქართველოს“ წარმოაჩენს. - განაცხადა გიგი უგულავამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42