მესიჯის ავტორი ასევე განმარტავს ჩატში, რომ ეს ნატოს ბრძანებაა, რომელიც, საბავშვო ბაღის გამგებელია.
ფოტო-სქრინებს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს:
"76 - ე ბაღის დირექტორი და საქმის მწარმოებელი აიძულებენ, აშანტაჟებენ პედაგოგებს, რომ "ოცნების" შეხვედრებზე იარონ. მხარი დაუჭირონ სახელისუფლებო კანდიდატს და თუ ამას არ გააკეთებენ, "თავებით" აგებენ პასუხს.
ეს ხალხი ჩადის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს და პირად კონტროლზე მყავს აყვანილი სამგორის რაიონში ყველა ბაღში ასეთი ფაქტები.
პ.ს. მინდა დავამშვიდო ყველა ბაღის თანამშრომელი და ვუთხრა, რომ ვინც იძულებით ხართ ჩართული და მოახერხეს თქვენი დაშინება, პირადად ვიქნები გარანტი, რომ თქვენი უფლებები იქნება დაცული და ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდებით პოლიტიკური ზეწოლებისგან" - წერს ხაბეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.




მასალის გამოყენების პირობები






