არჩევნებზე 2-იანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ხმის მიცემას ცვლილებებისთვის - თათია ვახტანგაძე
პოლიტიკა - 12:56, 29 Sep, 2020     750

დღეს, ევროპულმა საქართველომ პარტიული სია წარადგინა.

ევროპული საქართველოს ახალგზარდა სპიკერის, თათია ვახტანგაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს სჭირდება ცვლილებები, ხოლო როგორც ვახტანგაძემ აღნიშნა, სწორედ ევროპული საქართველოა ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს და იქნება კომპასი უკეთესი მომავლისაკენ.

თათია ვახტანგაძის თქმით, ევროპული საქართველოსთვის პრიორიტეტი არის არა თანამდებობები, არამედ მოქალაქეები, ამიტომ, როგორც ვახტანგაძემ აღნიშნა, მან საზოგადოებას წარუდგინა არა პარტიული სია, არამედ ძლიერი გუნდი, რომელიც მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.

„დღეს საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულწრფელად იტყვის, რომ ცვლილებები არ გვჭირდება. იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რამდენად მძიმეა რეალობა - 10 ადამიანიდან 6 არის უმუშევარი, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი, 800 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში, გაზრდილია კრიმინალის დონე, გაუფასურებულია ლარი, გაზრდილია ფასები ყველა პროდუქტზე.

ყველას - ახალგაზრდას, ხნიერს, შეძლებულს, ღარიბს - ყველას გვჭირდება ცვლილებები, რომლის შედეგადაც

• ყველა ჩვენგანის ოჯახს ექნება უკეთესი შემოსავალი,

• ყველა ჩვენგანი იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და დაცულად,

• ყველა ახალგაზრდას გვექნება ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება.

ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების გუნდს და დღეს ერთადერთი ასეთი გუნდი არის ევროპული საქართველო. არჩევნებზე 2-იანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ხმის მიცემას ცვლილებებისთვის.

საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორც წესი, პარტიები წარადგენენ საპარლამენტო სიას. ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ პრიორიტეტი ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა - თანამდებობა ან სიის ნომერი. სწორედ ამიტომ დღეს მე არ წარმოგიდგენთ პარტიულ სიას. თუმცა მაქვს პატივი, რომ წარმოგიდგინოთ ის ძლიერი გუნდი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს და იქნება გარდამტეხი ცვლილებების კომპასი უკეთესი მომავლისთვის.“ - განაცხადა თათია ვახტანგაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42